„გულისხმიერი სტუდენტები ობლებს ზამთრისათვის ეხმარებიან“

შემეცნება

ირკუტსკის სახელმწიფო უნივერსიტეტში მურაბებს აგროვებენ. ასევე, თბილ შარვლებს, ქურთუკებსა და სხვა ნივთებს – ბავშვებისათვის. ამ აქციას აწყობენ მომავალი სოცმუშაკები, რამდენიმე დაბის ობოლთა თავშესაფარი კარზე მომდგარი ზამთრისთვის თბილი ტანსაცმლით რომ უზრუნველჰყონ. უნივერსიტეტების ლექტორებმა მოიწონეს ეს პროექტი და შეურთდნენ მას.

ობოლ ბავშვთა დასახმარებელი აქცია სახელად „თბილი მურაბა“ მოიფიქრა და განახორციელა სტუდენტმა ანასტასია პოლამოშინამ. თავდაპირველად თბილი ტანსაცმელი მხოლოდ ერთი თავშესაფრისთვის გროვდებოდა. ახლა, გარდა მურაბებისა,  გროვდება სვიტრებიც. არაერთ დაწესებულებას ჩუქნიან ქურთუკებსა და შარვლებს. ამ ნივთების უმრავლესობა მოაქვთ ირკუტსკის უნივერსიტეტთა სტუდენტებსა და მასწავლებლებს.

ანასტასია პოლამოშინა, აქცია „თბილი მურაბის“ ორგანიზატორი: „ჩვენ ის მასწავლებლებიც შემოგვიერთდნენ, რომლებსაც  პატარები ჰყავთ; ზოგიც უბრალოდ ყიდულობს საჩუქრებს და შეფუთული მოაქვს. ჩვენ გვყავს რამდენიმე მასწავლებელი, რომლებიც ნივთებს საგანგებოდ ფუთავენ“.

ტანსაცმელს მომავალი სოცმუშაკები აგროვებენ. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი პრაქტიკა სასწავლო პროგრამით არ იყო გათვალიწინებული, ეს პროექტი მეტისმეტად სასარგებლოდ მიიჩნიეს.
აქციის ბოლოს მოსწავლეები თვითონ  წაიღებენ საჩუქრებს სოციალური რეაბილიტაციის ცენტრებში.

ერთია მერხთან იჯდე და ფურცლავდე სახელმძღვანელოს, მაგრამ სრულიად სხვაა მონაწილეობას იღებდე ჰუმანიტარულ დახმარებაში, როცა საქმეს ცოცხალ ადამიანებთან იჭერ.
დაწვრილებით იხილეთ ანტონ არტიმიევის რეპორტაჟში.

წყარო: ntv.ru

თარგმნა მირიან რჩეულიშვილმა

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები