დემოკრატიის გამოცდა საქართველოში

შემეცნება

გიორგი მარგველაშვილის გამარჯვებამ, კვირა დღეს გამართულ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში, გვაუწყა, რომ ამომრჩეველმა უარი განაცხადა 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ ავტორ მიხეილ სააკაშვილზე. გასულ ოქტომბერს ბატონი სააკაშვილის ოპონენტებმა გაიმარჯვეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობასა და პარლამენტში. ახლა უკვე მათივე კანდიდატი გახდება მისი მემკვიდრე.

საერთაშორისო დამკვირვებლების აზრით, მას შემდეგ, რაც 1991 წელს საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, სწორედ ეს არჩევნები და საარჩევნო კამპანია იყო ყველაზე სამართლიანი. მაგრამ გაჩნდა ლეგიტიმური ეჭვები იმის შესახებ, რომ არჩევნებს შეიძლება მოჰყვეს ბატონი სააკაშვილისა და მის დამარცხებულ თანამოაზრეთა სასამართლო დევნა.

მას შემდეგ, რაც ბატონი სააკაშვილის ოპონენტები პარლამენტის უმრავლესობაში მოექცნენ, თერთმეტზე მეტი ყოფილი მინისტრი და სახელმწიფო პირი გაატარეს სასამართლო პროცესებში ან ბრალი დასდეს ქურდობაში, მექრთამეობასა და ძალაუფლების მითვისება-გადამეტებაში დემონსტრანტთა და პატიმრების მიმართ.
ყოფილი ჩინოვნიკები, უკანონო ღონისძიებების გამო, უნდა გადაეცნენ პასუხისგებას, მაგრამ ახალი მთავრობისთვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ დამარცხებულ პარტიაზე მონადირის შთაბეჭდილება არ დატოვოს. ეს პროცესები მკაცრად უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართლის ნორმებს. ამის მხარდასაჭერად ევროკავშირმა, რომელთანაც საქართველო არსებობისთვის მნიშვნელოვან სავაჭრო შეთანხმების მიღწევას ცდილობს, აუცილებლად უნდა გამოიყენოს შესაბამისი ბერკეტები.

არჩევნები ასევე წარმატებული აღმოჩნდა ყოფილი რუსი მილიარდელის, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისთვის, რომელიც ბატონი მარგველაშვილის კანდიდატურის სპონსორია. მომავალი თვის კონსტიტუციური ცვლილებები მნიშვნელოვან საპრეზიდენტო უფლებებს გადმოულოცავს პრემიერ-მინისტრს. ბატონი ივანიშვილი, რომელიც პოსტიდან  გადადგომას აპირებს, სავარაუდოდ, დიდი სიფრთხილით აარჩევს თავის მემკვიდრეს, მას, ვისაც საქართველოს ორი უმთავრესი სამსახურის კულისებს მიღმა  მართვის ძალაუფლება გადაეცემა. პრეზიდენტის ძალაუფლების დეცენტრალიზაცია პარლამენტსა და პრემიერ მინისტრზე,  გზას გაუხსნის დემოკრატიის გაძლიერებას, მაგრამ ესეც საეჭვოა, თუ ძალა უპასუხისმგებლო მილიარდელის ხელში აღმოჩნდა.
ბატონმა ივანიშვილმა ბიზნესი რუსეთში დაიწყო და დღეს მისი წარმატება  ხუთ მილიარდს შეადგენს, რაც საქართველოს წლიური ეკონომიკის ერთი მესამედია.

ერთ დროს ბატონი სააკაშვილი დიდი პოპულარობით სარგებლობდა, მაგრამ, წლების განმავლობაში მისმა პოლისებმა დესპოტური სახე მიიღეს ეთნიკური უმცირესობებისა და პოლიტიკური ოპონენტების მიმართ; დაუფიქრებელი ნაბიჯები გადაიდგა მოსკოვთან ურთიერთობაში, რაც 2008 წელს ხანმოკლე და უსარგებლო ომით დამთავრდა.
დემოკრატია საქართველოში ჯერ კიდევ მერყევია. დამოუკიდებლობის 22 წელს ორი დიდი უსიამოვნება ხვდა წილად: შინაარეულობა და გაუთვალისწინებელი ომი. ახალი მთავრობა იმედოვნებს რუსეთთან ურთიერთობის აღდგენასა  და ევროკავშირის კეთილგანწყობის მოპოვებას, რათა არ გადაუხვიოს ნატოში შესვლისკენ მიმავალი  გზიდან. ბატონმა ივანიშვილმა ჩამოაყალიბა თანაინვესტირების ფონდი, რითაც შუა აზიიდან და ჩინეთიდან ინვესტიციების მოზიდვის იმედი აქვს. ამ ამბიციური მიზნების განსახორციელებლად და ჰორიზონტზე ინვესტიციების გამოსაჩენად, აუცილებელია პოლიტიკური სიმწიფე და ეკონომიკური გამჭვირვალობა.

წყარო: New York Times

თარგმნა  მირიან რჩეულიშვილმა

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები