ანალემა

შემეცნება

ძველ დროში მზის საათის მფლობელებმა კარგად იცოდნენ, რომ წელიწადის განმავლობაში მზე ცაზე „რვიანს“  შემოწერს.   თანამედროვე სამყაროში მზის საათი იშვიათად თუ შეგვხვდება, აქედან გამომდინარე ბევრმა არ იცის, რას წარმოადგენს ანალემა. ძველ ჩინურ ამცანათა კრებულში „ჩჟოუ-ბი“, ალბათ პირველად, მოხსენიებულია ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1100 წელს გნომონზე დასმული ამოცანა. დაკვირვევების შედეგად აღმოჩნდა, რომ თუკი მთელი წლის განმავლობაში ყოველი დღის ერთსა და იმავე მომენტში დავაფიქსირებთ მზის ადგილმდებარეობას ცაზე, მივიღებთ წაგრძელებული რვიანის ფორმის მრუდ წირს. სწორედ ამ წირს ჰქვია ანალემა (მზის საათის ზოდიაქური წრე).  „რვიანი“ მიიღება იმავე წესით მზის საათის გნომონზე დაკვირვებით. ანალემას გლობუსზეც კი გამოსახავდნენ, თუმცა დროის განსაზღვრის თანამედროვე მეთოდები ამას აღარ საჭიროებს.

კონკრეტულად „რვიანის“ ფორმა შეიძლება აიხსნას შემდეგი მიზეზებით:

დედამიწის ეკვატორის სიბრტყე ორბიტის სიბრტყესთან  შეადგენს 23.440 -იან კუთხეს და დედამიწის ორბიტა წრეწირი კი არა , არამედ ელიფსია.

1

მარჯვნივ ყველაზე ქვედა წერტილი შეესაბამება ზამთრის მზებუდობას ანუ 21-22 დეკემბერს, მარცხნივ ყველაზე ზედა წერტილი შეესაბამება ზაფხულის მზებუდობას ანუ 21-22 ივნისს, ხოლო მრუდები გადაიკვეთება ცის ეკვატორზე გაზაფხულის და შემოდგომის დღეღამტოლობის წერტილებში.

2

სურათზე გამოსახული ფოტო ჭეშმარტად არის შენელებული გადაღების შედევრი, რომელიც მეცნიერული ფაქტის ბრწყინვალე ილუსტრაციაა, თუმცა მას უფრო ესთეტიკური ღირებულება აქვს ვიდრე მეცნიერული. სურათის ავტორია ამერიკული სამეცნიერო-პოპულარუი ჯურნალის  “Sky and Telescope”-რედაქტორის მოადგილე დენის დი კიოკო. მან 1979 წელს მასაჩუსეტის შტატში, თავისი სახლიდან გადაიღო ეს ფოტო.

იგი აღნიშნავდა: ”მე ვიცოდი, რომ ეს იქნებოდა უნიკალური ფოტო. ვიმედოვნებდი, რომ მიიქცევდა ასტრონომების ყურადღებას და მოხვდებოდა ასტრონომიის წიგნებში. მაგრამ მე არ შემეძლო მეფიქრა, რომ ის გამოქვეყნებული იქნებოდა ორ ათეულ, ძალიან ცნობილ ჟურნალში, მოხვდებოდა მრავალ წიგნში და ფირმა „კოდაკის“ სარეკლამო პროსპექტში. ათეულ სხვადასხვა ენაზე გამოცემულ წიგნებში დაბეჭდილ მის საერთო ტირაჟს თუ დავითვლით, იგი 10 მილიონს აჭარბებს”.

უფრო მეტიც, ამ ფოტოგრაფიამ 1983 წელს ამერიკის მეცნიერების განვითარების ხელის შემწყობი ასოციაციის მიერ გამართულ, მეცნიერული ფოტოგრაფიის პირველ კონკურსში, უმაღლესი ჯილდო დაიმსახურა.

აღსანიშნავია, რომ ეს ფოტოგრაფია არ არის მონტაჟი. ყველა 48 ექსპოზიცია შესრულებული იყო ფოტოფირის ერთ კადრზე.

თამარ თხლაშიძე

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები