„BirdWathing“–ი ეკოტურიზმისა და რეკრეაციის ერთ–ერთი სახეობაა. იგი ევროპის ქვეყნებში მეტად გავრცელებულია და რამდენიმე ათეული ათასი მიმდევარი ჰყავს. თავდაპირველად, მეოცე საუკუნის დასაწყისში, ეს საქმიანობა ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე იყო პოპულარული, ხოლო მოგვიანეით მთელ მსოფლიოში გავრცელდა და უამრავი თაყვანისმცემელი და მიმდევარი შეიძინა, რომელთაც „BirdWatcher”–ები ეწოდებათ. „BirdWather” არის ადამიანი, რომელიც აწარმოებს ფრინველებზე (როგორც მტაცებელ,ასევე პატარა ზომის ფრინველებზე) დაკვირვებას ნებისმიერი ინტერესით. ეს ინტერესი შეიძლება იყოს გადამფრენი ფრინველების აღრიცხვა, სახეობების გარჩევა, მონაცემთა შეგროვება ან უბრალოდ ამ ფრინველების ახლოს ხედიდან ნახვა და ფოტოების გადაღება.
„BirdWathing“–ი საქართველოში განსაკუთრებით 2008 წლიდან ვითარდება, როდესაც ბათუმში ამავე წელს დაარსდა ბერლგიური არასამთავრობო ორგანიზაცია BRC (Batumi Raptor Count). ეს ორგანიზაცია აკვირდება იმ მტაცებელ გადამფრენ ფრინველებს, რომელიც საქართელოს ტერიტორიაზე გადაიფრენს, აწარმოებს მათ აღრიცხვას, ავლენს გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფ ფრინველებთან დაკავშირებულ პრობლემებს და ცდილობს ამ პრობლემების მოგვარებას კონსერვაციის გზით. BRC ხელს უწყობს საქართველოში „BirdWathing“–ისა და ეკოტურიზმის განვითარებას. ორგანიზაცია ცდილობს გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვება მეტად პოპულარული გახადოს საქართველოში, სწორედ ამიტომ უკვე რამდნეიმე წელიწადია, რაც ახორციელებს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებსა და სტუდენტურ გაცვლით ღონისძიებებს.
წელსაც BRC–იმ 27 აგვისტოდან 11 სექტემბრის ჩათვლით ბათუმში ორგანიზება გაუწია სტუდენტურ საგანმანათლებლო პროექტებს, სადაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართველ სტუდენტებთან ერთად მონაწიელეობა მიიღეს თურქეთიდან და სომხეთიდან ჩამოსულმა სტუდენტებმაც. მათ გაიარეს თეორიული და პრაქტიკული სწავლებები ველური ბუნების კვლევისა და შენარჩუნების მიმართულებით, ისწავლეს მტაცებელ ფრინველთა სახეობების იდენტიფიცირება და გაეცვნენ მათთან დაკავშირებულ პრობლემებს. მათ საშუალება ჰქონდათ სპეციალური აღჭურვილობის საშუელებით დაკვირვებოდნენ გადამფრენი ფრინველების მიგრირების ტრაექტორიას და გაერჩიათ მტაცებელ ფრინველთა გადამფრენი ჯგუფები. პროექტის ფარგლებში სტუდენტებისთვის მოეწყო უფასო ტურები მტირალას ეროვნულ პარკში, მდინარე ჭოროხზე, ბოტანიკურ ბაღში და კიდევ უამრავი ლაშქრობა აჭარის მთიანეთში, სადაც საშუალება ჰქონდათ დაკვირვებოდნენ ფრინველთა ეგზოტიკურ სახეობებს.
გარდა საგანმანათლებლო სწავლებებისა, სტუდენტებმა მოაწყვეს კულტურული საღამოები, სდაც წარმოადგინეს საკუთარი ქვეყნისთვის დამახასიათებელი სამზარეულო, სასმელი და ტრადიციები. სტუდენტებმა ერთმანეთს გააცვნეს ქართული, თურქული და სომხური კულტურა და ადათ–წესები.
ორკვირიანი ღონისძების ბოლოს მონაწილეებმა ჩაატარეს კვვლევები აჭარის ტერიტორიაზე, დაწერეს და პრეზენტაციაზე წარმოადგინეს მინი პროექტები, რომელიც ხელს შეუწყობს გადამფრენ ფრინველთა პრობელემების მოგვარებას და საქართველოში „BirdWathing“–ისა და ეკოტურიზმის განვითარებას.
ავტორი: ნიკა ჩერქეზია
BRC–ის ოფიციალური საიტი და სტატია აღნიშნული პროექტის შესახებ
(http://www.batumiraptorcount.org/news/unforgettable-birds-and-biodiversity-camp)