ქუსლებზე ჩადენილი სისულელეები

სტუდენტური შემოქმედება

1373940_582620028442555_936816277_n

კვირა დღე. ყოველდღიური რუტინა. მომაბეზრებელი ერთფეროვნება.

დილა, სამსახური, საღამო.

ერთი-ორი გულგასახარი კომპლიმენტი და მეგობრების მოკითხვა, მადლიერი კლიენტურა და დღემ წარმატებით ჩაიარა.

ღამით მეგობარ გოგონასთან ვრჩებოდი, ანუ დრო იყო გართობის. ( შუა ღამისას თბილისის ქუჩებში ხეტიალის, მშენებარე სახლებში შეჭრისა და პენოპლასტებით გუნდაობის. ბოლო ხმაზე სიმღერისა და ნარიყალაზე ასვლისას ქვაფენილზე ხტუნვის).

ჩემი მეგობარი სულ რაღაც 16 წლის სკოლის მოსწავლე გოგონაა. სამსახურში გამომიარა თანაკლასელ მარისთან ერთად. გავაბოლეთ და მე, მარი და ანი იქვე, ახალგახსნილ ბარში აღმოვჩნდით.სადაც ჯერ არც დაცვაა, არც მინტანი და მსგავსი მომსახურე პერსონალი. თუმცა  ნაცნობი გარემო, ნაცნობი მეპატრონე ბერძენი შერიფი, ახალი მენეჯერი ახალგაზრდა მეუღლითურთ, 5 დღის წინ გაცნობილი ბიჭები გიტარით, რომელნიც ჩემი სამსახურის მოპირდაპირე მხარეს უკრავდნენ.  მოკლედ ნაცნობები და ჩვენ. მშვიდი გარემო. საჩემო მუსიკა.

მე ბართან მოვკალათდი სკამზე, ანიმ  ბარის უკან ამოყო თავი ბრენდ სასმელებთან და სხვადასხვა ფორმის დაკიდულ ჭიქებთან, მარიმ ხელში ლანგარი დაიჭირა და ქვედასართულზე მსხდარ ახალგაზრდებს შეკვეთა ჩაუცუნცულა.

ანი საყვარელი, ლამაზი ბავშვია.კეთილი თვალებითა და სანდომიანი მზერით,ჯანმრთელი აღნაგობით, გაწონასწორებული, დინჯი, მარი მისი ანტიპოდია. ვერ მიხვდებით რა აქვთ საერთო და რამ დაამეგობრა ეს ორი თანაკლასელი. ხშირი ჩხუბი, გაბუტვები მათი ურთიერთობის თანმდევია. საერთო ალბათ ასაკობრივი გრძნობებია, ერთად ყოფნის წლები, ერთი მერხი, წერილები, ლექსები და ა.შ. მარი ადამიანებთან უხესობით ცდილობს ისინი დააინტერესოს და მათი ყურადრება მიიპყროს. ეს ყველეზე მეტად სიამოვნებს მას. სწორედ ეს სჭირდება მარის, ყურადღების ცენტრში ყოფნა და ეჭვიანობს, ეჭვიანობს ყველაფერზე, ჩემზე, ანიზე. მარი ორმაგად დრამატულად უყურებს ცხოვრებას, უნდა თავისუფლება, ცდილობს მოიქცეს ისე, თითქოს ყველა და ყველაფერი ჰკიდია.

აქაც  ანის ეჩურჩულება, არ ვიმჩნევ, თუმცა მაღიზიანებს. საფერფლეს ჩავყურებ და ნამწვავ ღერებს ვითვლი. ანის ხშირად აცვია ფარტე მაისურები, მარის კიდევ კაპიუშონიანი ზედები მოსწონს. მე იმ დღეს ქუსლიანი ფეხსაცმელი, ბორდოსფერი შორტი და უბრალო შავი მაისური მეცვა, როგორც რეაქციებიდან მივხვდი გამომწვევი ვჩანდი და მუხლებზე ჩანთა დავიფარე, მენეჯერმა გოგომ ამ მორცხვულ ჟესტზე იმდენი დამცინა ჩანთა წამართვა და ფეხი-ფეხზე გადადებული, წელში გამართული მომათავსა  ვიტრინაში გამოფენილი ხორცივით, როგორც ამსტერდამშიJ.

რამდენიმე წუთში ახალგახსნილ ბარს სამი პოლონელი ეწვია. ქერა, გამხდარი, დაბალი ქალი თავის მამრთან ერთად და ჭაღარაგრძელთმიანი მაღალი კაცი, რომელიც ქალის ძმა ყოფილა( ოდნავ მოგვიანებით საუბარში ირკვევა). სასმელი შეუკვეთეს, ორნი სავარძლებში მოთავსდნენ, გრძელჭაღარათმიანი მამაკაცი კი ლედ-ზეპელინის ROCK’N’ROLL-ის რიტმებს აყოლილი თავს მძიმედ აქნევდა, ბოლოს რქები აჩვენა ხელებით და ბარზე დაყრდნობილი ჩემს გვერდით „გაიჩითა“.

-How are you?

-I’m fine. And you?

-thanks.  Keep smiling.

-Ahaaaaaaa.(და ოდნავ გაოცებული სახით ვაკვირდები პოლონელის ნაკვთებს)

-And what’s your name?

-I’m Natia, And u??

-Piter,

-Nice to meet you.

-keep smilling

-I’m smiling

-plz keep smiling for me., I like your hair.

-O really? Thank you very much.

-plz don’t cut this.

-ok. And where are you from?

-From Poland.

– oOreally nice.

(ჩემი მწირი ინგლისური და განათლება ვერ წვდება იმდენს, რომ რამე ვკითხო პოლონეთზე, ან ა.შ)

-Are you Georgian? you look like Spanish

-Yes I’m Georgian girl. Haha, some people told me that I look like Indians, Arabs and Spanish womans, but not Georgians,

-What are you thinking, how old am i?

-May beeeee  25-24.

-O my god. Hahahaaaaaaa. I’m just 17 (ვიცრუე მე)

-oh my fucking god. Really? Shit. (ახლა პიტერმა შეიცხადა)J

ეს კაცი მოურიდებლად მწვდა თმაში და თითებით სრესს ჩემი შეღებილი თმის გაუხეშებულ ბოლოებს. მე გაკვირვებისგან მეღიმება. მერე საცეკვაოდ მიწვევს, ახლა უფრო გაკვირვებულ სახეს ვიღებ. ანის გავხედე მის სახეზე ღიმილია, საყვარელი, ბავშვური ღიმილი. მარის სახეზე ვერაფერს წაიკითხავ. მენეჯერმა დიანამ თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია და ეს იმას ნიშნავდა, რომ ყველაფერს აკონტროლებდა. შერიფზე მანიშნა, რომელიც წარბებშეყრილი სახით იღიმოდა. – რა დროს Babe I’m Gonna Leave You ა? შეუჭამეს ტვინი პლანტს გიტარიანმა ბიჭებმა . J ვცეკვავთ, ჩემი ხელი ხელში ეჭირა, მეორე ხელით კი თმა ეჭირა..  რომანტიულ ცეკვას გჰავდა, რომ არა ასაკობრივი, ფიზიკური სხვაობა ჩვენში. ვიფიქრე თვალებს დავხუჭავ და ახალგაზრდას წარმოვიდგენ, იქნებ სასიამოვნოც კი ყოფილიყო ცეკვა. ზოგადად პოლონელებს აქვთ ღია ფერის თვალები და სტანდარტული სილამაზე. სლავური იერი და ნაკვთები, რაც ასე მოსწონთ და აღფრთოვანებთ ქართველ მამრებს. მუსიკა დამთავრდა და ზოგადად პოლონელების გარეგნობაზე ფიქრში წასული გამოვფხიზლდი. იქ მყოფები ტაშს გვიკრავდნენ. გრძელჭარარათმიანმა პოლონელმა ჩემს ადგილას მიმაცილა..

ისევ სმა. ისევ, ანი, მარი. ღერი-ღერზე სიგარეტის მოწევა და ისევ ბართან პოლონელი. ახლა საუბარში ქერათმიანი, გამხდარი დაბალი ქალი ჩაერთო, რომელსაც ცისფერი თვალები სასმლისგან უციმციმებდა, მკითხა მომეწონა თუ არა მისი ძმა, პიტერი. ჩვენ საუბარში პიტერი ჩაერთო და გვითხრა -don’t trust her, იქვე იყო პიტერის სიძეც, ანიმ პიტერის შემაწუხებელ სიახლოვეზე ჩემ მიმართ წამოიძახა- She is my girlfriend. და ხელზე დამიწყო ფერება, მეც ავყევი. პიტერმა, რა თქმა უნდა, არ დაიჯერა. ახლა მარი და პიტერი საუბრობენ.დიალოგებისა და სიტუაციის დაზუსტებით გახსენება ცოტა მომაბეზრებელია.

ალკოჰოლით გაბრუებულმა გარემომ Stairway To Heaven შემოგვთავაზა. ახლაც საცეკვაოდ მიწვევს პოლონელი. ახლაც უხერხულად ვთანხმდები. შუა ცეკვისას ანიმ მხარზე მომიკაკუნა და გარეთ მიხმო. მეც დამფრთხალი, შეცბუნებული ბოდიშების ხდით დავუსხლტი ხელიდან პიტერს და გარეთ მდგარ მარისა და ანის ხელში აღმოვჩნდი, რომლებმაც მაგრად „მიმაკაჩავეს“. მკიცხავდნენ, თავის გაკონტროლებას მთხოვდნენ. და მახსენებდნენ ვინ ვარ. გალანძღეს პოლონელი. მეც წამიერად ვიგრძენი დანაშაული, დანაშაული იმისა რომ ამ გრძელჭაღარათმიან პოლონელ კაცს ვეცეკვე, რომელიც თავის ავადმყოფურ ვნებებს გოგონების თმების ბოლოების სრესვითა და  ყნოსვით ავლენს. ის ტაში, რომელიც რამდენიმე წუთის წინ მაგრად მესიამოვნა, ახლა მძულდა.

გამოსასვლელში პოლონელი გამოჩნდა. მე ბარში შებრუნებისას  ქართველი გიტარიანი ბიჭების მზერაში  ზიზღი ვიგრძენი და უფრო გაღიზიანებული ვეცი სიგარეტს, ნერვიულად ვქაჩავდი და ვუშვებდი ბოლს პირიდან. მარი ისევ პოლონელს ართობდა. სადღაც მიხაროდა, სადღაც ვბრაზობდი ასეთ სიტუაციაში რომ აღმოვჩნდი.

შუაღამეა, მოვითენთე, მეძინება. ისევ სიბრაზე საკუთარი თავის მიმართ. ჩვენი პოლონელებიც წასვლას აპირებენ, სამივე გარეთ იყო, ბარის წინ. მეც ანის გვერდით ვიდექი და პიტერთან მოსაუბრე მარის ველოდი, რომ წავსულიყავით სახლის მიმართულებით.

გზაში უკვე მე ვკიცხავდი საკუთარ თავს. მარი კი თავის დევიზს მახსენებდა და ამბობდა, რომ ყველაფერი ფეხებზე უნდა დამეკიდა, რადგან ადამიანი ერთხელ ცხოვრობს და არ იცის რა ხდება სიკვდილის შემდეგ. ანუ მომეკითხება თუ არა ცოდვები. ისიც მითხრა, რომ სანერვიულო მართლა არ მქონდა, რომ თურმე პიტერს მარი მოეწინა, მე კი არა.

აი ამ სიტყვებმა მომგვარა სიმშვიდე. 36 წლის გრძელჭაღარათმიან მაღალ პოლონელ პიტერთან ცეკვა უკვე აღარ მიმაჩნდა ცოდვად და ყველაფერი მარის ბავშვურ ეგოიზმს დავუკავშირე, მარის სურვილებს და ეჭვიანობას. მას ხომ ყურადღების ცენტრში ყონფა უყვარს და არამგონია ცეკვისას ყელას მზერა, ტაში, ჩვენი საუბარი მისთვის მისაღები ყოფილიყო.

ქუსლებიანი ფეხსაცმლით ქვაფენილიან აღმართზე ასვლა გამიჭირდა.. დავწექით მე, მარი და ანი. სიცილი, ხარხარი. პოლონელი პიტერის გახსსენება და ძილი.

ორშაბათი. ყოველდღიური რუტინა. მომაბეზრებელი ერთფეროვნება.

დილა, სამსახური, საღამო.

 

 

 

ნათია მოციქულაშვილი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები