ჩანთისა და სამკაულისაგან განსხვავებით, მაჯის საათს იშვიათად ვყიდულობთ მხოლოდ ერთი სეზონისთვის. ხშირად ვიხდით მასში საკმაო თანხას, რომ გვქონდეს ლამაზი და ხარისხიანი აქსესუარი, რომელიც დიდხანს მოგვემსახურება. საინტერესოა, როგორ უნდა შევარჩიოთ მაჯის საათი! მაგალითად, ჰოლივუდის ვარსკვლავები და შოუ ბიზნესის წარმომადგენლები ყოველთვის ირჩევენ ძვირადღირებულ მაჯის საათებს, მაგრამ მათი გემოვნება მოდელთან მიმართებით განსახვავებულია. უმეტესობა უპირატესობას ანიჭებს Rolex–ის საათებს, რომლებსაც ნახავთ ჟენიფერ ენისტონის, ვიქტორია ბექჰემის, ჟესიკა სიმპსონის და სხვათა კოლექციაში. ასევე, პოპულარულია Cartier–ის ფირმაც. Cartier–ის მაჯის საათებს აღმერთებენ: ანჯელინა ჯოლი, უმა თურმანი, ნაომი კემბელი, ჯულია რობერტსი, ნიკოლ კიდმანი. აღსანიშნავია, რომ თავის დროზე, პრინცესა დაიანა და ჟაკლინ კენედი სწორედ ამ ფირმის საათებს ირჩევდნენ.
უმრავლესობას შეგვიძლია მხოლოდ ვიოცნებოთ ასეთ მაჯის საათებზე, რადგან მათი ფასი რამდენიმე ათას დოლარზე მეტია. თანაც, რაც უფრო მრავალრიცხოვანია ძვირფასი თვლები მასზე, მით უფრო მაღალია მისი ღირებულება. ესკლუზიურად, ასეთი მაჯის საათების შეძენა შესაძლებელია მხოლოდ საფირმო მაღაზიებში, ინტერნეტით მისი გამოწერა შეუძლებელია, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში ის ყალბი აღმოჩნდება.
დამეთანხმებით, საკმაოდ ძნელია, ამოვარჩიოთ ჩვენთვის საჭირო მაჯის საათი, მაგრამ ერთი კი უნდა გვახსოვდეს: თავდაპირველად აუცილებელია, გავერკვეთ რისთვის ვყიდულობთ მას: გვსურს ვატაროთ ყოველდღიურად თუ მხოლოდ საღამოებსა და წვეულებებზე? უმეტესობას საათი ყოველდღიურად სჭირდება და მას ტანსაცმლისა და ცხოვრების სტილის მიხედვით არჩევს (სპორტული, საქმიანი, რომანტიკული).
სპორტული საათები რეზინისაა და წყალგამძლეა, საქმიანი საათების ქრონოგრაფი სიზუსტით გამოირჩევა, ხოლო რომანტიული საათები – აქსესუარის მსგავსია.
ახლა რაც შეეხება ტექნიკურ მხარეს, რომელშიც საათის ორი ტიპი გამოიყოფა: კვარცული და მექანიკური. კვარცული საათი აფიქსირებს ზუსტ დროს, ხოლო მექანიკური საათი ითვლება უფრო პრესტიჟულად. განსხვავებულია მაჯის საათის სამაჯურები. ის შეიძება იყოს ტყავის, რეზინის, კერამიკის, მეტალის. მათგან ყველაზე ძვირადღირებულად კერამიკა ითვლება. ის, ვინც აქტიურ ცხოვრებას ეწევა, მისთვის მთავარი არა საათის ღირებულება, არამედ გამძლეობაა, ამიტომ ასეთი ტიპის ადამიანი ხშირად სპორტულ საათს ირჩევს. Waterproof – სპორტული საათების ნიშანია.
ბოლო რჩევა მათთვის, ვინ აპირებს საათის შეძენას! არ ღირს მაჯის საათზე დიდი თანხის დახარჯვა. ის ერთ–ერთია იმ აქსესუართა შორის, რომელიც შესაძლოა ადვილად დაკარგოთ ან დააზიანოთ. ბევრი რომ არ ინერვიულოთ, იყიდეთ ისეთი საათი, რომელსაც ადვილად შეელევით.
გახსოვდეთ! საათი არ უნდა გამოიყურებოდეს თქვენს ხელზე ზედმეტი ნივთივით.