ფეხსაცმელი ,,კატარღა’’ (ნავი) XVI საუკუნეში გაჩნდა და მას მხოლოდ მამაკაცები ატარებდნენ. უძველეს ,,კატარღებს’’, რომლებსაც pompes უწოდებდნენ, არ ჰქონდათ მკვეთრად გამოკვეთილი ქუსლი. სახელი – pompes მოგვიანებით შეიცვალა pumps–ად და ეს უკანასკნელი დასახელება დღემდე შემორჩა გერმანიასა და ინგლისში.
ფეხსაცმელი ,,კატარღა’’ საშუალო (4სანტიმეტრი) ქუსლით გავრცელებული იყო XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში. 1906 წელს ფრანგმა დიზაინერმა, ანდრეს პერუჯიმ, შექმნა მისი ყველაზე საინტერესო მოდელი – stiletto, რომელიც დღემდე არ კარგავს თავის პოპულარობას.
stiletto–ს აქვს ბასრი წვეტიანი ცხვირი და მაღალი, წვრილი ქუსლი, რაც ფეხს მეტად მოხდენილსა და სექსუალურს ხდის.
XX საუკუნის 50–იან წლებში stiletto–ს ტიპის ,,კატარღებმა’’ პოლულარობის პიკს მიაღწიეს. იმ პერიოდის დიზაინერების უმეტესობა სწორედ ასეთი სტილის ფეხსაცმლის მოდელზე მუშაობდა. მათ შორის ყველაზე ცხობილი ფრანგი – როჟე ვივე იყო.
აღსანიშნავია, რომ სწორედ კატარღების მეშვეობით გახდა ცნობილი ესპანელი დიზაინერი – მანოლო ბლანიკა, რომლის შექმნილ მოდელებსაც აღმერთებდა გამოგონილი გმირი კერი ბრედშოუ – სერიალიდან „სექსი დიდ ქალაქში“. დღეს, ყველაზე მოთხოვნადი ფეხსაცმლის დიზაინერი, ფრანგი–კრისტიან ლუბუტენი, ყოველ მომდევნო კოლექციაში stiletto–ს ახალ ვარიაციებს ქმნის. ცვლის ფერებს, მასალასა და ფორმებს.
მოდის დღევანდელ სამყაროში ,,კატარღა’’ კლასიკურ ფეხსაცმელადაა აღიარებული, რომელსაც ნებიმიერი ასაკის ქალბატონი ატარებს. იქმნება მისი სხვადასხვა ვარიაცია: ,,კატარღა’’ – სამსახურში, საღამოზე, ბანკეტზე ჩასაცმელად. მისი ფერთა სიმრავლის მიუხედავად, ყველაზე მიღებულად თეთრი და შავი მიიჩნევა.
2013 წლის ფეხსაცმელი – ,,კატარღები’’.
ეს ფეხსაცმელი ქამელეონივითაა, რომელიც მოდის სივრცეში თავის აქტუალურობას არ კარგავს. 2013 წელს პოლულარულია წაწვეტებული და მაღალქუსლიანი stiletto–ს მოდელი – გაფორმებული სხვადასხვა აქსესუარით.