SAMSUNG-ის პრეზიდენტმა საქართველოში სმარტ სკოლა გახსნა

განათლება

სამსუნგის პრეზიდენტმა ბი ქეი იუნიმ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე კვიტაშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტში სმარტ სკოლის კლასი გახსნეს.

სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმის ფარგლებში, ეს არის პირველი პროექტი, რომელიც SAMSUNG-მა საქართველოში განახორციელა. სმარტ სკოლა წარმოადგენს სასწავლო აუდიტორიას, რომელიც აღჭურვილია სამსუნგის მაღალი ტექნოლოგიის „თაჩ სქრინით“ და ქსელურად მასზე მიბმული პლანშეტებით. სკოლა ხელს შეუწყობს სტუდენტების განათლების დონის ამაღლებას. მომავალში მსგავსი კლასების მოწყობა პირველ საჯარო სკოლასა და პროფესიულ სასწავლებლებშიც იგეგმება.

samsung

 

დღესვე, საქართველოში საგანგებო ვიზიტით მყოფმა კომპანიის პრეზიდენტმა ბი ქეი იუნიმ საქართველოში SAMSUNG-ის პირველი ოფიციალური მაღაზია გახსნა.

წყარო : mes.gov.ge

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები