სპარსეთის ყურის პირველი ომი ეწოდება სასაზღვრო ომს ირანსა და ერაყს შორის, რომელიც დაიწყო 1980 წლის 22 სექტემბერს და გრძელდებოდა 1988 წლის 20 აგვისტომდე. ამ ომს “ირან-ერაყის ომსაც” უწოდებენ. ომი უშედეგოდ და ორივე მებრძოლი მხარისათვის უამრავი ადამიანის სიცოცხლის და უზარმაზარი ეკონომიური ზარალის ფასად დამთავრდა.
1975 წლის მარტში ალჟირის ხელშეკრულების თანახმად ირანსა და ერაყს შორის საზღვარი შატ-ელ-არაბის შუაგულში გადიოდა. სწორედ ეს გახდა ომის მიზეზი. ერაყის სახელმწიფოს მეთაურს სადამ ჰუსეინის მიზანი იყო “ალჟირის ხელშეკრულების” გაუქმება და სურდა შატ-ელ-არაბზე მთლიანი კონტროლის დამყარება, ვინაიდან ეს მდინარე ერაყის ნავთობის საზღვარგარეთ ტრანსპორტირების მთავარ ძარღვს წარმოადგენდა. გარდა ამისა ერაყი და სპარსეთის ყურის სხვა არაბული ქვეყნები 1979 წელს ირანში შაჰის ჩამოგდების და იქ აიათოლათა რეჟიმის დამყარების შემდეგ რეგიონში შიიტური ისლამის გავრცელების საფრთხეს ხედავდნენ. ეს ომი მე-20 საუკუნეში ორ ქვეყანას შორის წარმოებულ ომებს შორის ყველაზე სისხლისმღვრელი აღმოჩნდა. პარადოქსული გზით, ომმა ხომეინის რეჟიმს კონსოლიდაციის საშუალება შეუქმნა:ირანული პატრიოტიზმის გრძნობა შეერწყა ისლამისათვის საბრძოლო აღტკინებას.
სადამ ჰუსეინმა დამპყობლური ომი დამოაცხადა, რომელიც პირველ რიგში მიზნად ისახავდა ირანის პროვინციის ხუზისტანის ხელში ჩაგდებას. მას რეგიონის სხვა არაბული ქვეყნების დახმარების დიდი იმედი ჰქონდა. გარდა ამისა ერაყს დიპლომატიურ, სამხედრო და ეკონომიუკურ დახმარებას უწევდა სსრკ. ქუვეითმა და საუდის არაბეთმა ერაყს უზარმაზარი ფინანსური კრედიტები მისცეს.
აღსანიშნავია ის, რომ ომის დაწყებიდან მცირე ხნის შემდეგ ევროპამ (უპირველეს ყოვლისა საფრანგეთმა) და აშშ-მა ერაყის მხარე დაიჭირეს და ამარაგებდენ სადამ ჰუსეინს იარაღით, მომწამლავი გაზით, სადაზვერვო ინფორმაციებით და ეკონომიური მატერიალით. 1986 წლიდან აშშ-ის მთავრობა (პრეზიდენტი რონალდ რეიგანი) ერაყს საიდუმლოდ იარაღითაც ამარაგებდა.
ოფიციალურ ომის დაწყების თარიღად ითვლება 22 სექტემბერი,1980წ, როდესაც ერაყის ჯარი შეიჭრა შატ-ელ-არაბის ტერიორიაზე. უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც ,რომ ერაყში ომის დაწყების თარიღად მიიჩნევენ 4 სექტემბერს, საზღვართან მომხდარ ინციდენტში, რომელიც იყო პროვოცირებული ირანის მიერ. ნოემბერში, ომის დაწყების შემდეგ, ერაყის მთავრობამ გამოსცა მემორანდუმი, სადაც იყო დასაბუთებული ის არგუმენტები,თუ რატომ დაესხა თავს ერაყი ირანს. ერთ-ერთი არგუმენტი იყო ის, რომ ომის დაწყებამდე 5 თვის განმავლობაში ირანის ჯარმა 224-ჯერ დაარღვია როგორც სახმელეთო და საზღვაო, ასევე საჰაერო საზღვრები. ასევე, 4-16 სექტემბერს ირანელმა სამხედროებმა დაიკავეს 324 კვ.კმ ერაყის ტერიოტორიისა, ზეინ ალ-კალუსის რაიონის ტერიტორიაზე.
ომის საწყისი ეტაპი ერაყის უპირატესობით წარიმართა. ირანელთა ზარალი ერაყის მოსაზღვრე სანავთობო რეგიონ ხუზესთანში უზარმაზარი იყო და აქედან ლტოლვილთა ტალღა დაიძრა. 3 თვის განმავლობაში ერაყის არმიამ დაიკავა ირანის ტერიტორიის თითქმის 20 ათასი კვ. კმ. დაიკავეს შემდეგი ქალაქები: ქასრე-შირინი, მეჰრანი,ბუსთანი და ხორამშაჰრი, ასევე ბლოკირება მოახდინეს ქალაქი აბადანისა. ერაყის მონაცემებით სამი თვის განმავლობაში ირანელებმა დაკარგეს 6160 ადამიანი, რამდენიმე ათასი მძიმედ დაჭრილი იყო, განადგურდა 570 ირანული ტანკი და უფრო მეტი რაოდენობა თვითმფრინავებისა იყო ჩამოგდებული. ირანელების მონაცემებით, ერაყელებმა პირველი ასი დღის განმავლობაში დაკარგეს 20000 ადამიანი, განადგურებულ იქნა 4800 ზე მეტი ბრონის ტექნიკა და უამრავი თვითმფრინავი. ერაყელები იმედოვნებდნენ ომი დაემთავრათ ყურბან ბაირამის დღესასწაულამდე(20 ოქტომბერი), თუმცა მათი გათვლები არ გამართლდა.
პრაქტიკულად ომის საწყის ეტაპზე ერაყმა მიიღო მოულოდნელი დარტყმა დასავლეთიდან. 1981 წლის 7 ივნისს ისრაელის ორმა ფ-16 ტიპის სამხედრო თვითმფრინავმა დაბომბა იმ დროს მშენებლობის პროცესში მყოფი ერაყული ატომური რეაქტორი “ოსირაკი”. დაბომბვას ემსხვერპლა იქ მომუშავე ერთი პრანფი ტექნიკოსი. ისრაელის მთავრობის განმარტებით თავდასხმა მიზნად ისახავდა ხელი შეეშალა ერაყისათვის ატომური ბომბის წარმოების საქმეში. ისინი “ოსირაკში” არა ატომურ ელექტროსადგურს ხედავდნენ, არამედ ბაზას ატომური იარაღის წარმოებისათვის. ამით ისარგებლეს ირანელებმა და უკვე 1982 წლის მარტსა და მაისში წამოიწყეს კონტრშეტევა.
მათ დაისახეს ბაღდადის აღება(ლოზუნგი:ბაღდადის გავლით-იერუსალიმისკენ) და სწორედ ერთ-ერთი ამ ოპერაციის დროს ირანელებმა 24 მაისს ირანელებმა დაიბრუნეს ქ. ხორამშაჰრი. 24 ათასზე მეტი ერაყელი ჯარისკაცი ტყვედ ჩავარდა, რის შემდეგაც სადამ ჰუსეინი იძულებული იყო დაეწყო მოლაპარაკებები ირანთან. ის თანახმა იყო სტატუს კვოს აღდგენაზე. თავის მხრივ, საუდის არაბეთი, რომლის ინტერესებში შედიოდა სპარსეთის ყურეში მშვიდობისა და სტაბილურობის აღდგენა, ირანს ზავზე დათანხმების შემთხვევაში, სთავაზობდა ომისგან მიყენებული ზარალის მთლიანად ანაზღაურებას. თუმცა ირანმა ამ წინადადებაზე უარი თქვა და უკვე 14 ივნისს ირანულმა შეიარაღებამ დაიწყო შეჭრა ერაყის ტერიტორიაზე. 1982 წლის შუა პერიოდიდან 1987 წლამდე ირანი ცდილობდა ერაყის ქ. ბასრის აღებას, რომელიც ერაყის მთავარი პორტი იყო, სადაც მოსახლეობის უმეტესი ნაწილი შიიტებისგან შედგებოდა. მცდელობების მიუხედავად, ირანულმა შეიარაღებამ ბოლომდე ვერ გაარღვია ერაყული ცოცხალი ჯაჭვი, რაც აიხსნება ერაყელი ხალხის სულისკვეთებით და ამასთანავე ირანის ბრონიტექნიკის ნაკლებობით, თუმცა 1986 წ თებერვალში ირანელებმა მოახდინეს ფაოს ნ.კ ოკუპაცია, რითაც ფაქტობრივად მოუჭრა გზა ერაყს სპარსეთის ყურეში. ამის გამო ერაყელი მთავარსარდალი სახელად გენერალ-მაიორი შაფკატ ატა გამოიძახეს ბაღდადში და დახვრიტეს. ერაყმა ფაოს ნ.კ დაბრუნება მხოლოდ 1988 წელს შეძლეს.
1984 წ სადამმა იერიში მიიტანა ირანულ ფლოტზე სპარსეთის ყურეში. ირანელების პასუხმაც არ დააყოვნა. დაიწყო ე.წ „ტანკერების ომი“, რომლის დროსაც ირანი ცდილობდა არ დაეშვა ყურიდან ნავთობით დატვირთული ტანკერების გასვლა. ესეთმა ტაქტიკამ გამოიწვია საერთაშორისო კონფლიქტი. ამის გამო შტატებმა და სხვა დასავლურმა სახელმწიფოებმა სამხედრო გემები შეიყვანეს ყურეში ნავთობის გადაზიდვების უზრუნველსაყოფად. სადამ ჰუსეინი არ მორიდებია ქიმიური იარაღის (ტაბუნი, იპრიტი) გამოყენებასაც. ეს იარაღი მან შემდგომში საკუთარი მოსახლეობის (ქურთები) წინააღმდეგაც გამოიყენა. ქიმიურ იარაღს სადამ ჰუსეინი ამზადებდა გერმანიიდან შემოტანილი, თითქოს და პესტიციდების მოპოვებისათვის საჭირო დანადგარებით. ირანი ამ დროს საერთაშორისო სარბიელზე ცუდი რეპუტაციით სარგებლობდა, ამიტომაც ერაყის ამ სისატიკეს მსოფლიოში ფართო მასშტაბიანი საპროტესტო აქციები არმოჰყოლია.
1985 წ ამ ომის ისტორიაში შევიდა როგორც ე.წ „ქალაქების ომი“. ერაყელებმაც და ირანელებმაც დაიწყეს დედაქალაქებისა და სხვა ქალაქების დაბომბვა, რასაც დიდი მსხვერპლი მოყვა. ერაყმა შეძლო უპირატესობის მიღება და განდევნა ფაოს ნ.კ ირანელები.
1978 წ ა.შ.შ- ს სამხედრო ფლოტმა დაიწყო ოპერაცია“EARNEST WILL” ტანკერების ესკორტისთვის. 1987 წლის 17 მაისს ერაყიდან გასროლილი რაკეტა მოხვდა ამერიკულ ფრაგატა “უსს სტარკს” და 37 მეზღვაურის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხოლო 1988 წლის 3 ივლისს ამერიკულმა კრეისერმა “უსს ვინსენესმა” შეცდომით ცეცხლი გაუხსნა ირანულ სამგზავრო თვითმფრინავს, რომელიც მათ სამხედრო თვითმფრინავად მიიღეს. შედეგად თვითმფრინავი ჩამოვარდა და ყველა 290-ვე მგზავრი დაიღუპა.
1978 წლის იანვარსა და თებერვალში ირანმა გააატრიურა ოპერაცია სახელად „ქერბალა-5“, რომლის მიზანი იყო ქ. ბასრას აღება. ორივე მხარე შეუჩერებლად იბრძოდა.მალე უპირატესობა ერაყელების ხელში გადავიდა. ერაყელებმა კარგად გამოიყენეს ირანის იზოლაციაში ყოფნა და წამოიწყეს კონტრშეტევა. მათ არამარტო განდევნეს ბასრიდან ირანელები, არამედ შეიჭრნენ მოწინააღმდეგის ტერიტორიაზეც.
1988 წლის 16 მარტს ირან-ერაყის ომის მერვე წელს ფრონტისპირა ქალაქი ჰალაბჯა ერაყის არტილერიამ და ავიაციამ დაბომბა. ირანის საზღვართან მდებარე ამ ქალაქის 50000 მაცხოვრებელს ერაყის საბრძოლო შვეულმფრენებმა ქიმიური ბომბები დაუშინეს. მთელი ცა მომწამლავი გაზების ღრუბელით დაიფარა. უმწეო ქალები და ბავშვები პირდაპირ ქუჩაში კვდებოდნენ. მოხუცები ამაოდ ცდილობდნენ გაქცევას. სადამ ჰუსეინის რეჟიმმა ამ დღეს 5000 ქურთი მამაკაცი, ქალი და ბავშვი გამოასალმა სიცოცხლეს. კიდევ 10 000 ადამიანი დაბრმავდა და ინვალიდად გადაიქცა. ქიმუირი იარაღის გამოყენების შედეგად მოიწამლა სასმელი წყალი და საკვები. გადარჩენილებს მძიმედ დაუზინადათ ფილტვები, მათში ძალზე გახშირდა ონკოლოგიური დაავადებები.
ჰალაბჯაზე თავდასხმა არ იყო ომის საჭიროებით გამოწვეული აქტი. ეს იყო სადამ ჰუსეინის პოლიტიკის შედეგი, რომელიც ერაყის ჩრდილოეთში მცხოვრები ქურთების განადგურებას ისახავდა მიზნად.1994 წელს ჰუმან რაითს ვოჩის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია რომ ქურთების წინააღმდეგ მიმართული ალ-ანფალის კამპანიის დროს სადამ ჰუსეინის რეჟიმმა 50 000-ზე მეტი ადამიანი გაანადგურა. ზოგიერთი მონაცემებით ეს ციფრი შესაძლოა 100 000 აღწევდეს. ჰალაბჯას ტრაგედია დესპოტური რეჟიმების დანაშაულებათა რიგში შედის, რომელიც მსოფლიომ არასოდეს უნდა დაივიწყოს.
ამ შემთხვევებიდან გამომდინარე, ნათელი გახდა, რომ ქერბალაში ტრიუმფალური შესვლა ირანის განუხორციელებელი ოცნება იყო. შტატები არასდროს მისცემდა ირანს გამარჯვების უფლებას. ამიტომაც ხომეინი დაარწმუნა მეჯლისის სპიკერმა რაფსანჯანიმ ზავზე დათანხმებულიყო. ზავის თანახმად, ირანი თანხმობას აცხადებდა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაეროს 598-ე რეზოლუციის შესრულებაზე.
ამრიგად, დასრულდა ირან-ერაყის 8 წლიანი ომი. ომის შედეგები ორივე მეომარი მხარისათვის დამღუპველი იყო. სავარაუდოდ ომს 1.000.000 ადამიანი ემსხვერპლა და ნავთობის ექსპორტის შეჩერებამ ორივე ქვეყნის ეკონომიკა ძლიერ დააზარალა. ერაყი არაბული ქვეყნები ვალში ჩაეფლო, რაც მიზეზი იყო 1990 წელს დაწყებული თავდასხმისაქუვეითზე. საზღვრები ხელუხლებელი დარჩა. ირანი შატ-ელ-არაბის მარჯვენა ნახევარს აკონტროლებდა. სტატუს ქვო სადამ ჰუსეინმა 1991 წელს, მეორე ომში დამარცხების შემდეგ ოფიციალურად აღიარა.
ნინო ბარამიძე