Nokia

შემეცნება

    1484969_732944540068953_1921488979_n

 1985  წლის 12 მაისს ფინელმა სამთო ინჟინერმა ფრედერიკ იდესტმა მდინერე ნოკიას მახლობლად დააარსა ხის გადამამუშავებელი საწარმო, რითაც საფუძველი ჩაეყარა ნოკია კორპორეიშენს.

   ამ პერიოდს დაემთხვა ინდუსტრიული რევოლუცია და ქაღალსა და მუყაოზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა. რის შედეგადაც საწარმო ქაღალდის დიდ კომბინატად გადაკეთდა. კომბინატში მომუშავეთ რაოდენობა დღითიდღე იზრდებოდა და მალე კომბინატის მახლობლად სეხნია ქალაქიც გაშენდა.მალე საწარმო ქვეყნის მასშტაბებს გასცდა და საქონლის ექსპორტირება დაიწყო რუსეთში, ჩინეთში და ინგლისში.

     1839 წელს ჩარლზ გუდერმა შექმნა წყალგამძლე რეზინი. ამ პროდუქტისაგან შექმნილი ნივთები მალე გახდნენ პოპულარული სხვადასხვა სფეროში. რეზინის ნაწარმი ფინეთში  პირველად მე-19-ე საუკუნის მიწურულს გამოჩნდა და მალე მოიპოვა პოპულარობა.ფინეთში რეზინის პროდუქციის მთავარი მწარმოებელი იყო Fინისჰ ღუბბერ ჭორკს (Fღჭ) . მალე კომპანიის ხელმძღვანელობამ საწარმოს ჰელსინკიდან გადატანა მოისურვა, ყრადღება ნოკიას ნაპირებზე შეჩერდა.ეს გადაწყვეტილება განპირობებული იყო იმით რომ მდინარესთან სიახლოვე, ელექტროენერგიის იაფად მიღების საშუალებას იძლეოდა.

     1912 წელს ჰელსინკში გაიხსნა ფირმა Fინისჰ ჩაბლე ჭორკს, რომელიც ელექტრო კაბელებს ამზადებდა. ელექტრო ენერგიაზე და სატელეგრაფო მომსახურებაზე მოტხოვნის გაზრდამ საწარმო მალე უზარმაზარ კომპანიად აქცია. 1920 წელს სამი ფირმა ერთიანი ჯგუფის სახელწოდებით NOKIA Group გაერთიანდნენ. სამოციან წლებში სამი საწარმოს გაერთიანება საბოლოოდ დასრულდა. Nყ Nოკია Aბ  წარმოადგენდა საწარმოო კონგლომერატს რომელიცოთხი ახალი მიმართულებით მუშაობდა: სატყეო, რეზინის, სადენებისა და ელექტრონული ტექნიკის.1871 წლის თებერვალში დაფუძნდა კომპანია ნოკია .საეჭვოა, რომ ნოკიას დამფუძნებლებს წარმოედგინათ, თუ როგორ შეიცვლებოდა ას ორმოცდაათი წლის განმავლობაში მათი შექმნილი კომპანია. თუმცა რადიკალური ცვლილებები კომპანია ნოკიაში დაიწყო დაახლოებით 30 წლის წინ, როდესაც კომპანია გახდა კონცერნი და დაიწყო ბევრი სხვა, მოთხოვნადი პროდუქტის წარმოება – დაწყებული რეზინის ჩექმებიდან, დამთავრებული ტუალეტის ქაღალდით და ტელევიზორებით.

    70 – იან წლების შემდეგ ნოკიას შემოსავლის დიდი ნაწილი ხმარდებოდა ახალი, პერსპექტიული ტექნოლოგიების შეძენას. უპირველეს ყოვლისა ეს იყო კომპიუტერები და სატელევიზიო ტექნიკა. შეიქმნა ნოკიას სერვის ცენტრი.მაგრამ ნოკიას მთლიანად განახლებისათვის დასჭირდა კიდევ 20 წელი და გლობალური ფინანსური კრიზისი, რომელმაც შეძრა არა მარტო ნოკიას კომპანია, არამედ მთელი ფინეთი. ერთ-ერთი მიზეზი ამ კრიზისის იყო საჭოთა კავშირის დაშლა, რომელიც წარმოადგენდა ნოკიას პროდუქციის გასაღების ძირითად ბაზარს.

    ამავე წლებში პრეზიდენტმა ვესტერლუნდმა ტექნიკური ინოვაციების განყოფილება შექმნა.განყოფილების ხელმძღვანელ კურტ ვიკსტერს კარგად ესმოდა ელექტრონული კავშირის პერსპექტივები.1962 წელს შეიქმნა პირველი რადიოტელეფონი, 1965 წელს– მონაცემთა გადამტანი მოდემი იმ დროს სადგურების უმრავლესობას ელექტრომექანიკური კომუტატორული მოწყობილობა ჰქონდა და არავის მოსვლია აზრად, ეს მოწყობილობა ციფრულ სისტემაზე გადაეყვანა. ნიკიამ ციფრული კომუტატორის შემუშავება დაიწყო და 1969 წელს პირველმა გამოუშვა ხელსაწყო რომელიც,სატელეგრაფო და სატელეფონო საერთაშორისო საკონსულტაციო კომიტეტის სტანდარტებს პასუხობდა.

      მალე ფინეთის კანონმდებლობით ნებადართული გახდა ავტომობილებში მობილური ტელეფონების დაყენება და საერტო ქსელში ჩართვა.1981 წელს შეიქმნა მობილური ქსელი რომელიც შვედეთსა და ფინეთს ფარავდა. წლების დასაწყისში აღმოჩნდა .პროდუქტის მფლობელი, რომელსაც იმ პერიოდში ანალოგი არ ჰქონდა.მალე ამ ქსელს სხვა ქვეყნებიც შეუერთდნენ.სისტემა თვიდან ბოლომდე ნოკიას ტექნოლოგიებს ეფუძნებოდა

   1987 წელს მობილური ტელეფონები საკმაოდ დიდი და მძიმე იყო, ნოკიამ კი ერთ-ერთი ყველაზე მსუბუქი აპარატი გამოუშვა. პირველი ხელის GSM ტელეფონი ნოკია 1011 იყო რომელიც 1992 წელს გამოუშვეს.1998 წელს კი კომპანია მობილური ტელეფონების წარმოების ლიდერი გახდა.

გარკვეული პერიოდის განმავლობაში კომპანია ნოკია უზარმაზარ თანხებს დებდა ახალი პროდუქტის – GSM გამოკვლევებში და განვითარებაში. იორმა ოლილამ მიიღო შორსმჭვრეტელი გადაწყვეტილება მობილური ტელეფონების ინოვაციაში და დიზაინის დახვეწაში უძარმაზარი ინვესტიციების ჩადების. ეს ნიშნავდა, რომ ნოკიას მობილურები შეიძლება გაყიდულიყო მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

     პირველი ზარი კომერციული ქსელით GSM გაკეთდა ფინეთში 1991 წლის 1 ივლისს ფინეთის პრემიერ მინისტრის მიერ ნოკიას ტელეფონით.მოკლე პერიოდში კომპანია აფორმებს მომსახურების შეთანხმებას 10 ევროპულ ქვეყანასთან, ხოლო 1997 წელს ნოკიას GSM სისტემით სარგებლობს უკვე 31 ქვეყანა.კომპანია ნოკიაში არ არის მიღებული თანამშრომლების განთავისუფლება, თუნდაც მათ დაუშვან სერიოზული შეცდომა საქმეში. იორმა ოლილა თვლის, რომ ”ადამიანები, რომლებიც ერთად მოდიან სირთულეების და დამარცხებებიდან გამარჯვებისაკენ, უნდა აგრძელებდნენ მუშაობას ერთად და შეთანხმებულად”.

    კომპანია ნოკიას მუშაობის ფილოსოფია ეფუძნება წარუმატებლობის წინაშე შიშის აღმოფხვრას. ერთდროულად მიმდინარეობს ბევრი პროექტი და თუ რომელიმე მათგანი აღმოჩნდება უპერსპექტივო, ამისათვის არავის არ ანთავისუფლებენ სამსახურიდან. ასეთი პროექტის მენეჯერი გადაყავთ სხვა პროექტზე. სტრატეგია ” არ ვეძებოთ დამნაშავეები” ორგანიზაციაში ქმნის თავისუფალ და ინოვაციებით დატვირთულ გარემოს.კომპანიის სწრაფი განვითარება აიხსნება სწრაფად განვითარებადი ქვეყნების ბაზარზე მისი აქტივობით.

   დღეს ნოკია ცდილობს უხელმძღვანელოს მესამე თაობის უკაბელო კავშირის. შემუშავების პროცესს. იგი ერთ-ერთი ლიდერია მობილური ტელეფონების მსოფლიო ბაზარზე.

თეკლა გავაშელაშვილი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები