სამყარო აღდგომის შემდეგ!

შემეცნება

GEDSC DIGITAL CAMERA

29 აპრილს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის კულტურის დეპარტამენტის ორგანიზებით, გაიმართა ღონისძიება – “სამყარო აღდგომის შემდეგ”.

ღონისძიებაზე მოწვეულმა, მამა პეტრე კოლხმა, ისაუბრა აღდგომის დღესასწაულის მნიშვნელობაზე, გაიხსენა რამდენიმე ამბავი ბიბლიიდან და აღნიშნა, რომ ეს დღე მორწმუნე ადამიანთათვის სანუკვარია, მათი მთელი ცხოვრება მარხვასთან იგივდება.
“პირადად ჩემთვის, აღდგომის მარხვა თბილი და ტკბილია. ამ პერიოდში ადამიანს აქვს შანსი, დაინახოს ის მანკიერი მხარეები, რომლებიც მას აწუხებს”, – აღნიშნა მან.

მამა პეტრეს აზრით, ადამიანი იმ შემთხვევაში განიცდის ღმერთს, როდესაც ის საკუთარ თავზე მაღლდება, ეს უკანასკნელი კი სულიერი ზიარებით მიიღწევა.
“ვინ იცის, დღეში რამდენჯერ აკაკუნებს მაცხოვარი ჩვენი სახლის კარზე, ჩვენ კი არ ვუღებთ. ადამიანებმა არასდროს ვიცით, როდის და ვისი სახით გვეწვევა უფალი”, – მამა პეტრე კოლხი.

                                                                                                                                                                                                                                                                                                                       სოფიკო კარტოზია

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები