“ლონდონი – XXI საუკუნის მსოფლიო დედაქალქი”

შემეცნება

Big_Ben_Houses_of_Parliament_London_England“ლონდონი–XXI საუკუნის მსოფლიო დედაქალაქი” , პირობითად ასე ეწოდა ღონისძიებას, რომელიც 5 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის კულტურის დეპარტამენტი მიერ. ამ საღამოზე ისაუბრეს ბრიტანულ კულტურაზე, ქვეყნის საინტერესო ტრადიციებსა და წეს-ჩვეულებებზე.

ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ სტუმრები: ლინგვისტი – თინათინ მარგალიტაძე, გეოგრაფი – გია ჭანტურია და დიდი ბრიტანეთის საკონსულოს წარმომადგენელი საქართველოში-ეკა ფახურიძე, მათ ისაუბრეს დიდი ბრიტანეთის შესახებ.

საღამოს მუსიკალურად აფორმებდა ბენდი – Bloodshot  და  გუგა როგავა.

ბრიტანეთის საბჭოს წარმომადგენელმა ისაუბრა ბრიტანეთის საბჭოს საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე.

“ბრიტანული საბჭო დაარსდა 1934 წელს სამეფო ოჯახის პატრონაჟით. საქართველოში 1993 წელს შეიქმნა და თანდათანობით ვითარდება მისი საქმიანობა. ბრიტანეთი – ეს ის ქვეყანაა, რომელიც თანაბრად ზრუნავს, როგორც საკუთარ ქვეყანაზე, ისე სხვა ქვეყნის კულტურაზე, რომელ ქვეყნებთანაც აქვს ურთიერთობა” – განაცხადა ბრიტანეთის საბჭოს წარმომადგენელმა.

ბატონმა გიამ ბრიტანეთისადმი ინტერესის პირველი ნაბიჯები გაანდო იქ მყოფ საზოგადოებას.

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობა, კერძოდ კულტურის დეპარტამენტი, აპირებს, ტრადიციად ჩამოაყალიბოს სხვადასხვა ქვეყნის ისტორიის, კულტურისა და ტრადიციების ფართო აუდიტორიისთვის გაცნობა.

სოფიკო კვირიაშვილი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები