მოდის სათავეებთან

მოდა

                                                      fashion

რა არის მოდა? ეს კითხვა ყოველთვის აქტუალური იყო, ნებისმიერ  ეპოქაში. დროის დინებასთან ერთად, იცვლებოდა ადამიანი და მასთან ერთად – მოდაც.

იყო დრო, როდესაც მოდა საერთოდ არ არსებობდა, უცნობი იყო. პირველყოფილი თემური წყობილების ადამიანები მცენარის ფოთლებითა და ცხოველის ტყავით იმოსებოდნენ.

ალბათ, საინტერესოა, რა ეცვათ ძველი ეგვიპტისა და საბერძნეთის მცხოვრებთ?!

ძველ ეგვიპტელთა ჩაცმულობის შესახებ ცნობებს კედლის მხატვრობიდან, რელიეფებიდან და ქანდაკებებიდან ვიღებთ. როგორც ირკვევა, ფარაონებს, დედოფლებსა და უბრალო ადამიანებს ერთნაირი ფორმის ტანსაცმელი ეცვათ, განსხვავება მხოლოდ ქსოვილის ხარისხში იყო. მამაკაცის ჩასაცმელს ერქვა სკენტი (მუხლებამდე ქვედაბოლო, რომელიც წინ იკვრებოდა), ქალის სამოსელი კი იყო კალაზირისი (ტანზე ვიწროდ შემოხვეული გრძელი ქსოვილი). ასევე, ცნობილია, რომ მხოლოდ ფარაონს ეცვა ხის ძირიანი, ოდნავ წაწვეტებული ქოშები, ყველა დანარჩენი კი ფეხშიშველი გადაადგილდებოდა.

რაც შეეხება ძველ ბერძნებს, მათი ჩაცმულობის შესახებ ლარნაკების მოხატულობისა და ქანდაკებების მიხედვით შეგვიძლია ვიმსჯელოთ. ძირითადი ორი ქსოვილი, რომელსაც ბერძნები იყენებდნენ, შალი და სელი იყო. ორნამენტული მოტივით გაფორმებული, ამოქარგული, შეღებილი სამოსელის კიდეები, ფერთა ნათელი გამა და არანაირი შავი ფერი – ეს ის ნიშნებია, რაც დამახასიათებელი იყო  ძველი საბერძნეთის მცხოვრებთა ჩაცმულობისთვის.

ისევე, როგორც სხვა ერების წარმომადგენლები, ქართველებიც უძველესი დროიდანვე ორიგინალურად, თავისებურად იმოსებოდნენ. ქართველთა ჩაცმულობის პირველყოფილი სახე შეუკერავი მოსასხამები და სხეულის გარკვეული ნაწილების დასაფარავი ნაჭრები იყო, რომელიც  თანდათან იხვეწებოდა. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მისთვის დამახასიათებელი ინდივიდუალური მოდა არსებობდა.

თანამედროვე საუკუნის, თითქოსდა, ხელოვნებამდე მიღწეული მოდის ტენდენციები, ყოველ ფეხის ნაბიჯზე განთავსებული მოდის სახლები – ეს დღევანდელი ეპოქაა, ძველი დროის “მოდისგან”რადიკალურად განსხვავებული და ახალი.

სოფიკო კარტოზია

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები