ვაკანსია

STUDINFO.GE ახალგაზრდული შემეცნებითი ელ.ჟურნალია, რომელიც ყოველდღიურად უფრო და უფრო იზიდავს აუდიტორიას და აერთიანებს სტუდენტთა უმრავლესობას. სწორედ ეს გახდა სტაჟირების პროგრამის დაწყების მიზეზიც.

თუ ხარ ამ სფეროთი დაინტერესებული, წერ კარგად, გაქვს ბევრი იდეა, აკვირდები შენ გარშემო არსებულ პრობლემებს, გაწუხებს და გსურს, რომ გულისტკივილი სხვებსაც გაუზიარო, მაშინ – ჩვენ გელით შენ!

ვაცხადებთ სტაჟირებას შემდეგ ვაკანსიებზე:

• ჟურნალისტები სხვადასხვა რუბრიკისთვის: სპორტი, მოდა, უცხოური ამბები, ახალი ამბები, მედიცინა.

• მთარგმნელი

(დაინტერესებული პირი უნდა ფლობდეს ინგლისურს ან დამატებით რომელიმე სხვა უცხო ენასაც მაღალ დონეზე.)

• კორექტორი

• ფოტოგრაფი

სპეციალური საბჭოს მიერ შერჩეული კადრები, 3 თვის გასვლის შემდეგ, მიიღებენ მუშაობის დამადასტურებელ სერტიფიკატს. ამ სამი თვის განმავლობაში სტაჟიორები ჩაებმებიან ჟურნალის აქტიურ ცხოვრებაში, მიიღებენ პროფესიულ გამოცდილებას და ექნებათ Studinfo.ge-ს უცვლელი წევრობის პერსპექტივა.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე (subject ველში მიუთითეთ მაგ., ”სტაჟირება-ფოტოგრაფი”) :  geostudinfo@yahoo.com 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები