ტოპ-12 პროფესია დასასაქმებლად

რეიტინგები

ყველა პროფესია მნიშვნელოვანი და გამოსადეგია, თუმცა არსებობს რამდენიმე ისეთი, რომლის დაუფლებაც დასაქმების მეტ შანსს მოგცემთ. წარმოგიდგენთ დიდი ბრიტანეთის ტოპ-12 პროფესიას დასაქმების მაღალი მაჩვენებლის მხრივ:

12. ბიზნესი და ადმინისტრაცია

აღმოჩნდა, რომ კარიერის მოსაწყობად სულაც არ არის აუცილებელი „The Apprentice“-ს (გადაცემა BBC-ზე, რომელშიც კანდიდატები ეჯიბრებიან ერთმანეთს იმისათვის, რომ დაიწყონ ბიზნესი მულტი-მილიონერ ლორდ შუგართან ერთად) მოგება იმ ქალაქში, სადაც 85 პროცენტი უმაღესი განათლების მქონეა.

ბიზნესი არის ყველაზე გავრცელებული საგანი დიდი ბრიტანეთის უმაღლეს სასწავლებლებში. 19,800-მა  გასული წლის კურსდამთავრებულმა იშოვა სამუშაო, ან გააგრძელა სწავლა ბაკალავრიატის დასრულებიდან მხოლოდ 6 თვის ვადაში.

business_2605849k

 

11. არქიტექტურა, მშენებლობა და პროექტირება

სასიამოვნო სიახლე არქიტექტორებისათვის: 85,2 % კურსდამთავრებულებისა დასაქმდა, ან სწავლა განაგრძო ბაკალავრიატის დასრულებიდან 6 თვის ვადაში.

architect_Aurora_2605814k

 

10. ისტორია და ფილოსოფია

ალბათ, გასაკვირია, რომ ტოპ-10-ში ისტორია და ფილოსოფიური სწავლება შევიდა, რომელთა კურსდამთავრებულებიდან 85.4 %-მა შეძლო დასაქმება, ან სწავლის გაგრძელება 6 თვეში, თუმცა, წინა წელს მისი მაჩვენებელი 90%-ს შეადგენდა. ეს ნამდვილად ოქროს ხანა უნდა ყოფილიყო მათთვის.

ისინი კვლავ ამარცხებენ საგნებს, რომლებმაც ვერ მოახერხეს სიაში მოხვედრა, ფიზიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების ჩათვლით.

history_alamy_2282929k

 

9. ინჟინერია

ექსპერტები კარგა ხანია პროგნოზირებენ ისეთი პროფესიების მომრავლებას, როგორიცაა მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია, მათემატიკა. ისინი ნამდვილად არ ცდებიან – ინჟინერიის კურსდამთავრებულებმა საკმაოდ კარგი შედეგი აჩვენეს სამუშაო ძალის ბაზრებზე – 85,4%-იანი დასაქმებითა და სწავლის გაგრძელებით.

engineering_2276278k

 

8. ენები

მართალია, ბრიტანელებს ამის აღიარება არ უყვართ, მაგრამ უცხო ენის ცოდნა ნამდვილად მოთხოვნადია სამუშაო ძალის ბაზარზე. ამას უცხო ენების კურსდამთავრებულთა 86%-იანი დასაქმებაც ამტკიცებს.

languages_EleanorB_2282934k

 

7. მათემატიკა

მათემატიკა ნამდვილად მოთხოვნადია – კურსდამთავრებულთა 86.5% დასაქმდა, ან გააგრძელა სწავლა 6 თვის განმავლობაში. იმედია, მათი შესაძლებლობები შესაბამისად ანაზღაურებადია და სამუშაო არ შემოიფარგლება საშინლად რთული კომპლექსური ფინანსური წარმოებულების გამოთვლით.

maths_2207203k

 

6. ბიოლოგიური მეცნიერებები

ბიოლოგიური მეცნიერებების სწავლა ნამდვილად არ შემოიფარგლება მოგზაურობებითა და სპილოებისა თუ ჟირაფების დათვალიერებებით. 87.1%-მა კურსდამთავრებულებისა შეაბიჯა სწრაფადმზარდ ბიოტექნოლოგიების ინდუსტრიაში.

nambia_2273089k

 

5. სამართალი

თუ არსებობს ისეთი არჩევანი, რომელიც გარანტიაა იმისა, რომ მაღალანაზღაურებად სამუშაოს იპოვით, ეს ნამდვილად უნდა იყოს იურისპრუდენცია. ასეც არის, 88.6% იურიდიულის კურსდამთავრებულებისა დასაქმდა, ან გააგრძელა სწავლა. უნდა აღინიშნოს, რომ მათგან თითქმის ნახევარმა გადაწყვიტა ცოდნის გაღრმავება სწავლის გაგრძელებით.

law_alamy_2282897k

 

4. მედიცინასთან დაკავშირებული საგნები

ეს ვრცელი კატეგორია მოიცავს ბიოსამედიცინო მეცნიერებებს და ნევროლოგიას. ამ სპექტრში, 91.8%-მა შეძლო სწრაფადვე დასაქმება.

biomedical_2277669k

 

3. ვეტერინარია

იგი მედიცინისაგან გამოიყო და კვლავ მყარი ადგილი უჭირავს დასაქმების მხრივ, 91.9% დასაქმებულითა და სწავლის გამგრძელებლით, კურსის დამთავრებიდან 6 თვის ვადაში.

vet_getty_2282871k

 

2. განათლება

სტატისტიკა გვიჩვენებს, თუ რამდენად გვესაჭიროება მასწავლებლები – 92.6% მათგან, ვინც დაამთავრა უნივერსიტეტი განათლებასთან დაკავშირებული ხარისხით, დასაქმდა ან გააგრძელა სწავლა. აქედან დაახლოებით 15%-მა შეათავსა ორივე, ხოლო 1% უცხოეთში წავიდა სამუშაოდ.

education_2250468k

 

1. მედიცინა და სტომატოლოგია

მოსალოდნელი პირველი ადგილი, თუმცა, სტატისტიკა, ალბათ მაინც გასაკვირია: მასიური 99.4% სტუდენტებისა, რომლებმაც დაასრულეს სამედიცინოს, ან სტომატოლოგიის ბაკალავრიატი, დასაქმდა, ან გააგრძელა სწავლა 6 თვის ვადაში. აქედან 92%-მა პირდაპირ მუშაობა დაიწყო.

medicine_alamy_2282873k

 

 www.telegraph.co.uk

თარგმნა თათია ჟორჟოლიანმა

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები