მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის წლიური ანგარიში

ახალგაზრდული ორგანიზაციები

28 დეკემბერს მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების ცენტრმა წლიური ანგარიში წარადგინა. მოხსენება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 101–ე აუდიტორიაში გაიმართა.

აღნიშნული ორგანიზაცია დაარსდა 2012 წლის 15 ნოემბერს და ერთი წლის განმავლობაში ათამდე პროექტი განახორციელა, სადაც მონაწილეობა მიიღო ასეულობით ახალგაზრდამ. ორგანიზაციის საქმიანობის სფერო მოიცავს არაფორმალურ განათლებას, რეგიონულ ღონისძიებებს, საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებასა და გარემოსდაცვითი პოგრამების ორგანიზებას.

წლიური ანგარიში ეხებოდა ორგანიზაციის მიერ ერთი წლის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებს, რომლებიც ორგანიზატორთა განცხადებით, მიმართული იყო ახალგაზრდებში კვლევითი, სამეცნიერო და შემოქმედებითი უნარების ჩამოყალიბებასა და გაუმჯობესებისაკენ. მოხსენებაზე მოწვეულნი იყვნენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე – ვახტანგ ასანიძე და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხელმძღვანელი ნინო ჭალაგანიძე. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები აზერბაიჯანიდან.

ხელმძღვანელთა განცხადებით, მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების ცენტრს ამჟამად სამი უცხო ქვეყნის პარტნიორი ორგანიზაცია ჰყავს (მოდლოვა, სომხეთი, ლატვია) და მოლაპარაკებები მიმდინარეობს ბერძნულ და პოლონურ ორგანიზაციებთან. მათივე განცხადებით, იგეგმება ორგანიზაციის რეგიონული ფილიალის გახსნაც ქალაქ ქუთაისში.

მოხსენების მიწურულს მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის პროექტში – „იაზროვნე, წერე ესე“ წარმატებულ მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები და გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომელნიც ორგანიზაციის ხელმძღვანელების მიერ საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

აღნიშნული ორგანიზაცია 15 იანვრიდან ახალი წევრების მიღებას გეგმავს. ასევე, ორგანიზატორები 2014 წლისათვის ბევრი საინტერესო პროექტის განხორციელებასაც შეგვპირდნენ.

მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ფეისბუქის მისამართი იხილეთ აქ.

DSCF0449

DSCF0428 DSCF0405 DSCF0462 DSCF0473 ესეების კონკურსის "იაზროვნე, წერე ესე"–ს გამარჯვებული რევაზ დეკანოსიძე

ნიკა ჩერქეზია

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები