ფოტოები, რომელთაც 2013 წელს პულიცერის პრემია მიიღეს

კულტურა

პულიცერის პრემია (Pulitzer Prize) ამერიკული ჯილდოა და ითვლება უმაღლეს დამსახურებად ბეჭდურ ჟურნალისტიკაში. პრემია გაიცემა  ჟურნალისტიკის, ხელოვნებისა და მწერლობის განხრით და ის მხოლოდ აშშ-ში მდებარე გაზეთებსა და ყოველდღიური ახალი ამბების ორგანიზაციებში დაბეჭდილ ან გამოცემულ რეპორტაჟებსა და ფოტოებს ენიჭება.

პულიცერის პრემია მე-19 საუკუნის უნგრელი წარმოშობის ჟურნალისტმა და საგაზეთო გამომცემელმა  ჯოზეფ პულიცერმა  დააარსა.  პირველი პრემია 1917 წლის 4 ივნისს გაიცა, მიუხედავად ამისა, ბოლო დროს ლაურეატების გამოცხადება ყოველი წლის აპრილის თვეში ხდება. პრემიის ლაურეატებს დასახელებას დამოუკიდებელი საბჭო ასახელებს, რომლის ოფიციალურ ადმინისტრირებას კოლუმბიის უნივერსიტეტი (ამერიკის შეერთებული შტატები) აწარმოებს.

წელს ფოტო – ჟურნალისტიკაში, რომლის საპრიზო თანხა 10,000 $-ს შეადგენს, პულიცერის პრემია 5 ფოტოგრაფს გადაეცა. Rodrigo Abd-ს, Manu Brabo-ს, Narciso Contreras-ს, Khalil Hamra-ს და  Muhammed Muheisen-ს. ფოტოები, რომლებიც საინფორმაციო სააგენტო „associated press“-მა დაბეჭდა, სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომს ასახავს.

syriaap001bg

სირიელი მამაკაცი დასტირის  შვილს, რომელიც სირიელმა ჯარისკაცებმა მოკლეს ალეპოში. სირია.

(ფოტოგრაფი მანუ ბრაბო)

 

syriaap002bg

დაჭრილი ქალი, რომელიც ჯერ კიდევ შოკშია, ტოვებს „დარ ელ-შიფას“ საავადმყოფოს ალეპოში (სირია).

უამრავი სირიელი მოქალაქე მოკლულია, მათ შორის ბავშვებიც. (ფოტოგრაფი მანუ ბრაბო )

A woman named Aida cries as she recovers from severe injuries after the Syrian army shelled her house in Idlib, northern Syria, March 10, 2012. Aida's husband and two children were killed in the attack.   Photo by Rodrigo Abd

აიდა, რომელსაც მძიმე დაზიანებების მიღების შემდეგ ცნობიერება უბრუნდება, დასტირის თავის  ქმარსა და ორ შვილს, რომლებიც მათი სახლის დაბომბვის შედეგად დაიღუპნენ. სახლი სირიის არმიამ დაბომბა.

(ფოტოგრაფი Rodrigo Abd)

syriaap003bg

აჰმედი დასტირის  მამას, რომელიც სირიის ჯარის სნაიპერმა მოკლა, ჩრდილოეთ სირიაში.
( ფოტოგრაფი Rodrigo Abd )

syriaap004bg

მოქალაქეები წვავენ სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ასადის ფოტოს დემონსტრაციის დროს,

რომელიც  მისი რეჟიმის წინააღმდეგ არის მიმართული. (ფოტოგრაფი Rodrigo Abd)

syriaap005bg

კაცი 11 წლის ბიჭს, ბილალს სათამაშოზე  ასწავლის, თუ როგორ უნდა გამოიყენოს სარაკეტო ჭურვი.

(ფოტოგრაფი Rodrigo Abd)

syriaap006bg

სირიის თავისუფალი არმიის მებრძოლები  ისვენებენ სახლში, ალეპოს გარეუბანში. სირია.

(ფოტოგრაფი ხალილ ჰამრა)

syriaap007bg

მეამბოხე სნაიპერი უმიზნებს სირიის არმიის ჯარისკაცებს. ის და მისი თანამებრძოლი ფოტოგრაფმა

საცხოვრებელი შენობის სარკეში აღბეჭდა ალეპოში, სირია. (ფოტოგრაფი ნარცისო კონტრერასი)

syriaap008bg

მეამბოხე მებრძოლი ზეიმობს გამარჯვებას, მას შემდეგ, რაც ცეცხლი გაუსხნეს შენობას,

სადაც სირიის ჯარების მეთაური და პრეზიდენტი ბაშარი იმალებოდნენ.

ისინი ცდილობდნენ, გამოეყენებინათ ეს ტერიტორია მეამბოხეების წინააღმდეგ,

იედიდას გარეუბანი, ალეპო, სირია(ფოტოგრაფი ნარცისო კონტრერასი)

syriaap009bg

სირიის მოქალაქე, რომელიც მუცელშია დაჭრილი, ქუჩაში წევს. ის სირიის არმიის სნაიპერმა

მაშინ  ამოიღო  მიზანში, როდესაც მოქალაქემ  ფრონტის წინა ხაზთან  ახლოს ბუსტან ალ-ქასრში გაიარა,

ალეპოს მახლობლად (სირია).(ფოტოგრაფი ნარცისო კონტრერასი)

syriaap010bg

სირიელ კაცს რამდენიმე დაჭრილი ქალი საავადმყოფოში დახმარების აღმოსაჩენად გადაჰყავს.

                                                    ქალებმა მას შემდეგ მიიღეს დაზიანებები, რაც საარტილერიო ჭურვები პურის საცხობთან ახლოს დაეშვა  ალეპოში, სირია.

(ფოტოგრაფი ნარცისო კონტრერასი)

syriaap011bg

მაჰმუდი, 21 წლის პელესტინელი, რომელიც  სირიის მცხოვრებია ,საველე ჰოსპიტალში ისვენებს.

  მას სხეულზე სამი ნატყვიარი აქვს. ის ანადანში ალეპოს გარეუბანში (სირია) დაჭრეს.

მაჰმუდი ამბობს, რომ ის  ერთადერთი გადარჩენილი ადამიანია 11 კაციდან,

რომლებსაც სირიის არმიის ჯარისკაცებმა თვალები აუხვიეს, სცემეს და ტყვიები დაუშინეს.

(ფოტოგრაფი ხალილ ჰამრა)

syriaap012bg

სისხლი და  უკვე ნახმარი სამედიცინო ნივთები  დარ ალ-შიფას ჰოსპიტალში ყრია, ალეპოში(სირია)

(ფოტოგრაფი მანუ ბრაბო)

syriaap014bgკაცი ფანარს ანათებს სირიელი მამაკაცის სხეულს, რომელიც სირიის არმიის ჯარისკაცებმა

 დაბომბვის დროს  სასაფლაოზე მოკლეს.(ფოტოგრაფი მანუ ბრაბო)

syriaap015bg

მემბოხე სირიელი ჯარისკაცების ტერიტორიაზე, ალეპოში. ღამდება. დანგრეული შენობები,

 დალ ალ-შიფას ჰოსპიტალის ჩათვლით, გვაჩვენებს Sa’ar -ის  ქუჩას მას შემდეგ,

 რაც აქაურობა  სირიის საჰაერო ძალებმა დაბობმბეს.ფოტოგრაფი ნარცისო კონტრერასი

syriaap016bg

აპარტამენტი, Karm al-Jabel-ის მახლობლად  ტანკმა დაანგრია.

ამ ტერიტორიაზე ინტენსიური სროლები  მეამბოხე მებრძოლებსა და

სირიის არმიას შორის მიდინარეობდა, ალეპო,სირია. ფოტოგრაფი (ნარცისო კონტრერასი)

syriaap017bg

ოჯახი გაურბის სასტიკ  ბრძოლას, რომელიც თავისუფალი სირიის არმიის მებრძოლებსა

და მთავრობის ჯარებს შორის იდლიბში,ჩრდილოეთ სირიაში მიმდინარეობს.

ფოტოგრაფი Rodrigo Abd)

syriaap018bg

სირიელი ლტოლვილები კვეთენ მდინარეს,რომელიც  სირიას

თურქეთის ერთ-ერთ სოფელთან აკავშირებს.(ფოტოგრაფი მანუ ბრაბო)

syriaap019bg

დევნილი სირიელი  კაცები ელოდებიან საკვებს  ლტოლვილთა ბანაკში,

აზაზის  ახლოს, სირიაში.ფოტოგრაფი მანუ ბრაბო

 syriaap020bg

10 წლის სირიელმა ბიჭმა, აბდულა ახმედმა, მძიმე დამწვრობა მიიღო სირიის მთავარი

შეტევის დროს. ის თავისი კარავის წინ დგას სოფელ Atmeh-ში(სირია), ბანაკში,

რომელიც იძულებით გადაადგილებული სირიელებისგან შედგება.

(ფოტოგრაფი Muhammed Muheisen)

მოამზადა გურანდა ძამელაშვილმა

 

 

 

 

 

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები