– ნატო, მე როგორც ვიცი, სხვა პროფესია გაქვს?
– კი, თბილისში ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენების ინსტიტუტი დავამთავრე, შემდეგ სწავლა საფრანგეთში, სორბონაში გავაგრძელე ფრანგული ენის განხრით. ამჟამად ფოტოგრაფიის და ლიტერატურის სფეროში ვმოღვაწეობ.
– როდის დაინტერესდი ფოტოგრაფიით?
– მამა იღებდა ფოტოს ძალიან კარგად. სარდაფში ვამჟღავნებდით ფირებს. პატარა აბაზანებში ჩავაცურებდით ხოლმე თეთრ, ქათქათა ქაღალდს და ვითვლიდით: ერთი, ორი, სამი . . . და გამოსახულება ჩნდებოდა. შავ-თეთრი ლაქები ნელ-ნელა იღებდნენ ფორმას და ქაღალდებზე იწერებოდა ისტორია.
– როგორ ახერხებ, რამდენად დიდ დროს უთმობ ამ საქმეს?
– ხან ბევრს, ხან ცოტას. გააჩნია სეზონს, დროს, განწყობას.
– პროფესიულად ხარ დაინტერესებული ფოტოგრაფიით თუ მოყვარულის დონეზე?
– ეს მნახველის შესაფასებელია, ჩემი აზრით, მოყვარული არ ვარ.
– ფოტოგამოფენას თუ გეგმავ?
– ფოტოგრაფი ყოველთვის ფიქრობს გამოფენაზე.
– შემოქმედებითი კუთხით სად უფრო საინტერესოა მუშაობა, საქართველოში თუ საფრანგეთში?
– კარგი კადრი, კარგი კადრია საქართველოშიც და პარიზშიც. როცა გიყვარს, რასაც აკეთებ ადგილი, დრო, გარემოება არაფრად მიგაჩნია. როცა ობიექტივში ვიხედები, ვრჩებით მხოლოდ მე და ჩარჩოში ჩასმული სამყაროს რაღაც ნაწილი და ვაჭერ ღილაზე თითს:
ერთი . . .
ორი. . .
თამუნა ჭონქაძე