სტუდენტური გუნდაობა

სტუდენტური ცხოვრება

1471105_640079422701873_1205507966_n

სოციალურ ქსელ Facebook-ზე ღონისძიება, სახელწოდებით „სტუდენტური გუნდაობა“, ჯერ კიდევ 23 ნოემბერს გამოქვეყნდა. მისი ავტორი ფეისბუქ-მომხმარებელი – Lasha Metrevelly გახლავთ.

ღონისძიებაში მონაწილეობის მსურველთა რიცხვი დღითი დღე მატულობდა. თოვლის მომლოდინენი კედელზე „ცის სამინისტროს“ მისამართით სახალისო სტატუსებს დებდნენ.

და, აი, დღეს, თოვლის მოსვლასთან ერთად, ღონისძიების ზუსტი დრო და ადგილი დაიგეგმა.

„გამარჯობა! გილოცავთ, გილოცავთ! ესე იგი, მოვიდა თოვლი, როგორც იქნა.  როგორ განწყობაზე ხართ?  მე იდეალური! იმედია, არ შეწყვეტს თოვას და დადებს : დ . თუ ასე განაგრძო , ხვალ 11 საათზე ვაკის პარკთან ვიქნებით. 

პ.ს. ვინც ილიაში სწავლობთ, შეგვიძლია, ერთად ავიდეთ. 11-ს რომ 10-15 წუთი დააკლდება, შესასვლელთან ვიქნები (ლიგამუსის წინ).“ – წერს ღონისძიების ორგანიზატორი

აქვე გეტყვით, რომ „მოგუნდავეთა“ რიცხვი ამ დროისთვის 691-ს აღწევს.

სალომე უსტარაშვილი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები