13 დეკემბერს თავისუფალი უნივერსიტეტის კამპუსს ყველასთვის ცნობილი ქართველი მწერალი – დათო ტურაშვილი ესტუმრა. მან სტუდენტებს წაუკითხა ლექცია თემაზე – „მწერალი და საზოგადოებრივი პოზიცია“. მსურველებს, ასევე, შეეძლოთ, შეეძინათ მწერლის წიგნები. ლექციის ფინალი დათო ტურაშვილმა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარმართა, სტუდენტებს მიეცათ საშუალება, მწერალს გასაუბრებოდნენ.
მასალა აღებულია FreeUni-ს ფეისბუქის ოფიციალური გვერდიდან