დათო ტურაშვილის „ტყეების მეფე“

კულტურა

dato

ოთხშაბათს, 6 ნოემბერს, თიბისი გალერეაში დათო ტურაშვილის ახალი წიგნის „ტყეების მეფე – ლეგენდები დავით აღმაშენებელზე“ პრეზენტაცია გაიმართა. დამსწრეთა შორის იყვნენ ცნობილი სახეები, მედიის წარმომადგენლები, ახალგაზრდები, მოხუცები, მწერლის შემოქმედების დიდი მოტრფიალენი.

ავტორის თქმით, ეს არის თანამედროვე ენაზე დაწერილი წიგნი. მას არ სჯერა, რომ მე-12 საუკუნეში ადამიანები ისევე ლაპარაკობდნენ, როგორც ჩვენამდეა მოღწეული, რადგანაც სასაუბრო ენა განსხვავდებ(ოდ)ა სამწერლობოსაგან.

„დავით აღმაშენებელი არ უნდა იყოს მხოლოდ სადღეგრძელოს ობიექტი… მე დავწერე 16 წლის ბიჭი, ჩვეულებრივი ადამიანი, როგორ გამეფდა. არ შეგეშინდეთ ამ წიგნის, ვინც წაიკითხა, დავითს დაუახლოვდა – ჩემი მიზანიც ეს არის“, –  აღნიშნა მწერალმა.

ამ წიგნის პირველი პრეზენტაცია ქუთაისში ჩატარდა, დავით აღმაშენებლის წარმომავლობიდან გამომდინარე. თუმცა, არსებობს მეორე ფაქტორი, რაც თავად დათომ გაგვიმხილა. მას არ სურს, თბილისს მიღმა მცხოვრები ადამიანები დედაქალაქში არსებულ მოვლენებს ჩამორჩნენ, სწორედ ამიტომ – „ტყეების მეფემ“ მოიარა მთელი საქართველო და ბოლო პრეზენტაცია მოეწყო სწორედ თიბისი გალერეაში.

სალომე უსტარაშვილი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები