ანაზღაურებადი სტაჟირება საქართველოს პარლამენტის აპარატში სტუდენტებისთვის

სტუდZona

საქართველოს პარლამენტის აპარატი სტაჟირების მსურველთა შესარჩევად კონკურსს აცხადებს.

1-ელ აპრილს გამოქვეყნებული ინფორმაციით, პარლამენტის აპარატის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში ანაზღაურებადი სტაჟირების გავლის ხანგრძლივობა 3 თვე იქნება.

სტაჟირების გავლის მსურველმა პირმა, 2026 წლის 1-ელი აპრილიდან 7 აპრილის ჩათვლით, დოკუმენტაცია უნდა წარადგინოს ელექტრონული ფოსტით, მისამართზე – [email protected]

„სტაჟირების პროგრამა ხელს შეუწყობს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების სამომავლო კარიერულ განვითარებას და მათ აქტიურ ჩართულობას საჯარო სამსახურში“, – აცხადებენ საკანონმდებლო ორგანოში.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები