ახალგაზრდობის სააგენტო აცხადებს საგრანტო კონკურსს – „ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერება“.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს – ახალგაზრდულ ორგანიზაციას, რომლის საქმიანობის სფეროს ახალგაზრდების განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები წარმოადგენს.
ახალგაზრდობის სააგენტოს ცნობით, საკონკურსო განაცხადები, 2026 წლის 5 თებერვლიდან 2026 წლის 27 თებერვლის ჩათვლით, ელექტრონულ ფოსტაზე – [email protected] მიიღება.
კონკურსის საერთო ბიუჯეტი 1 200 000, ერთი საგრანტო განაცხადის მაქსიმალური ბიუჯეტი კი – 100 000 ლარია.
საგრანტო კონკურსის პრიორიტეტებია:
- ახალგაზრდებში მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის საკვანძო კომპეტენციების განვითარება;
- მშვიდობის მშენებლობა, კონფლიქტების ტრანსფორმაცია, ინტერკულტურული დიალოგი, ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაცია;
- ახალგაზრდებში სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაძლიერება, მოხალისეობრივი კულტურის განვითარების ხელშეწყობა, აქტიური მოქალაქეობისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი მონაწილეობის ხელშეწყობა;
- ახალგაზრდული სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა, ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლება არაფორმალური განათლების მეთოდების გამოყენებით;
- ოკუპირებულ ტერიტორიებზე ან მის მიმდებარედ მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ახალგაზრდული სერვისების შექმნა და განხორციელება;
- ახალგაზრდების ფიზიკური, მენტალური ჯანმრთელობის და კეთილდღეობის ხელშეწყობა, გარემოს დაცვა, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.
საგრანტო კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს




