ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ბაკალავრიატის წარჩინებული სტუდენტები, სემესტრულად, ერთჯერადად, 1 000 ლარის ნაცვლად, 2 000 ლარს მიიღებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისფლება ავრცელებს.
ფულადი ჯილდო გაიცემა სტუდენტზე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:
- არის საქართველოს მოქალაქე;
- განცხადების შემოტანის მომენტისთვის, მინიმუმ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, რეგისტრირებულია ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;
- ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში გავლილი აქვს სწავლების არანაკლებ 9-წლიანი კურსი;
- არის ბაკალავრის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი;
- სემესტრის განმავლობაში გავლილ ყველა სალექციო კურსში აქვს არანაკლებ 91-100 ქულა (A კატეგორია – ფრიადი);
- აქვს სტუდენტის აქტიური სტატუსი.
ფულადი ჯილდოს მისაღებად წარსადგენი დოკუმენტები:
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში არანაკლებ 9 წელი სწავლების კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- ამონაწერი ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის შესახებ;
- უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი/ამონაწერი სემესტრში გავლილი საგნებისა და შეფასებების შესახებ (ნიშნების ფურცელი);
- საბანკო რეკვიზიტები.




