2024-2025 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, სტუდენტთა საერთო რაოდენობის 51% ქალი, შესაბამისად, 49% – ვაჟი იყო. ამის შესახებ საუბარია უახლეს ანგარიშში, სახელწოდებით „ქალი და კაცი საქართველოში 2025“, რომელიც საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ნოემბერში გამოაქვეყნა.
საქსტატის ცნობით, ქალ სტუდენტთა 58% სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლობდა, ხოლო 42% – კერძოში. მათი საერთო რაოდენობა 99 ათასი იყო.
რაც შეეხება ვაჟებს, სახელმწიფო უნივერსიტეტებში ვაჟ სტუდენტთა 57%, კერძოში კი 43% სწავლობდა. მათი საერთო რაოდენობა 89 ათასს შეადგენდა.
ანგარიშში საუბარია სახელმწიფო და კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სქესთა მიხედვით სტუდენტთა კიდევ ერთ განაწილებაზეც, საიდანაც ირკვევა, რომ სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების სტუდენტთა 53% ქალი, 47% კი ვაჟი იყო.




