ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში, 23 სექტემბერს, მკვლევარებისთვის ფულბრაიტის პროგრამა გამოაცხადა.
საელჩოს ცნობით, პროგრამა განკუთვნილია აკადემიური სფეროს წარმომადგენლებისთვის, რომელთაც სურთ, სწავლების ან კვლევის მიზნით, სამიდან ექვს თვემდე პერიოდი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაატარონ.
გაითვალისწინეთ: აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს J-1 ტიპის ვიზის მიღების კრიტერიუმებს, რაც ასევე, პროგრამის დასრულების შემდეგ, საქართველოში მინიმუმ 2 წლით დაბრუნებას გულისხმობს.
ფულბრაიტისთვის შერჩეული წარმატებული პროექტები და კვლევითი წინადადებები უნდა შეესაბამებოდეს აშშ-ის მთავრობის პრიორიტეტებს ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცების, ეკონომიკური კეთილდღეობის ხელშეწყობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით.
ინოვაციური იდეები ხელს უწყობს უფრო ძლიერ, უსაფრთხო და წარმატებულ ამერიკას, ასევე ქმნის გრძელვადიან გლობალურ თანამშრომლობებს.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს