2026-27 FLEX-ზე მიღება დაიწყო – ვადები და კრიტერიუმები

გაცვლითი პროგრამები

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ სრულად დაფინანსებულ სასტიპენდიო პროგრამაზე FLEX მიღება ცხადდება.

გაცვლითი პროგრამა მოსწავლეებს სთავაზობს შესაძლებლობას, ისწავლონ ამერიკულ სკოლაში და იცხოვრონ ამერიკელ მასპინძელ ოჯახებში ერთი აკადემიური წლის განმავლობაში.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველი მოსწავლე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

  1. უნდა იყოს დაბადებული 2009 წლის 1-ელი იანვრიდან 2010 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით;
  2. უნდა იყოს მე-9, მე-10 ან მე-11-კლასელი.
  3. უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე.
  4. ბოლო 5 წლის განმავლობაში არ უნდა ჰქონდეს ნაცხოვრები აშშ-ში 90 დღეზე მეტი.
  5. უნდა აკმაყოფილებდეს აშშ-ის ვიზის მოთხოვნებს.

კრიტერიუმები შშმ მოსწავლეებისთვის:

  1. უნდა იყოს დაბადებული 2008 წლის 15 თებერვლიდან 2011 წლის 15 ივლისის ჩათვლით.
  2. მონაწილე უნდა იყოს მე-8, მე-9, მე-10, მე-11 ან მე-12-კლასელი.

სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია
აპლიკაციის შევსება შესაძლებელია 23 სექტემბრამდე.

მონაწილემ აპლიკაცია უნდა შეავსოს იმ ქვეყნიდან, რომლის მოქალაქეც არის.

პროგრამის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები