რომელი სტუდენტები დაფინანსდებიან 800, 1000 ან 1 500 ლარით – რას ითვალისწინებს რუსთავის ბიუჯეტი

სტუდZona

რუსთავის მუნიციპალიტეტი 2025 წლის ბიუჯეტიდან, სხვადასხვა კრიტერიუმის საფუძველზე, მათ შორის მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებს დააფინანსებს. ამას ითვალისწინებს „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს დადგენილება, რომელიც 25 ივლისს მიიღეს.

როგორც 28 ივლისს გამოქვეყნებულ დადგენილებაში ვკითხულობთ, დაფინანსება რამდენიმე პროგრამისა და ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება და სტუდენტები, მათ შორის 800, 1 000, 1 500 ლარს მიიღებენ.

უფრო კონკრეტულად, ქვეპროგრამა სტუდენტთა სოციალური დახმარება ითვალისწინებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები და მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე სტუდენტების დაფინანსებას (ბაკალავრები), რომლებიც ქალაქ რუსთავში რეგისტრირებული არიან განცხადებით მიმართვამდე არანაკლებ 2 წლის განმავლობაში უწყვეტად (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ).

გამონაკლისის სახით, თუ სტუდენტი ადმინისტრაციულ ორგანოს წარუდგენს დოკუმენტს (სკოლის ატესტატს ან ცნობას შესაბამისი სასწავლო დაწესებულებიდან), რომლითაც დადასტურდება, რომ სკოლის დამამთავრებელი ბოლო ორი წლის განმავლობაში სწავლობდა ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე საგანმანათლებლო დაწესებულებაში, აღნიშნული ჩაეთვლება ორწლიან რეგისტრაციად და პროგრამით სარგებლობას შეძლებს.

გამონაკლისი საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირებზე, რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად ქალაქი რუსთავი უფიქსირდებათ.

ვინ ისარგებლებს ქვეპროგრამით, რომელიც თვეში ერთხელ 60 ლარით დახმარებას გულისხმობს:

1.სტუდენტები, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 150 000-ს;

2.არიან მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები;

3.სტუდენტს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მოპოვებული აქვს სახელმწიფო გრანტის სრული ოდენობა და მისი აკადემიური შეფასების საშუალო ქულა 81 და მეტია (100-ქულიანი შეფასების სისტემიდან);

4.სტუდენტი სწავლობს სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებულ პრიორიტეტულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე და მისი აკადემიური შეფასების საშუალო ქულა 81 და მეტია (100-ქულიანი შეფასების სისტემიდან).

5.სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული 18-დან 24 წლის ჩათვლით პირები(რომლებიც სახელმწიფო ზრუნვაში იმყოფებოდნენ არანაკლებ 2 წელი).

პროგრამა სტუდენტთა სწავლის დაფინანსება სტუდენტების (ბაკალავრი/ მაგისტრი/დოქტორანტი/რეზიდენტი) მიმდინარე სასწავლო წლის სწავლის საფასურის სრულ ან ნაწილობრივ დაფარვას ითვალისწინებს.

ბაკალავრების დაფინანსების ოდენობა განისაზღვრება სტუდენტის აკადემიური მოსწრების შესაბამისად:

-81-დან 90 ქულამდე შეფასების მქონე სტუდენტები ფინანსდებიან არაუმეტეს 800 ლარის ოდენობით;
-90-დან 95 ქულამდე შეფასების მქონე სტუდენტები ფინანსდებიან არაუმეტეს 1 000 ლარით;
-95-დან 100 ქულის ჩათვლით მქონე სტუდენტები ფინანსდებიან 1 200 ლარით;

მაგისტრანტების დაფინანსება ხორციელდება მაგისტრის აკადემიური მოსწრების შესაბამისად:

– 85 ქულიდან 100 ქულამდე შეფასების მქონე მაგისტრანტი დაფინანსდეს არაუმეტეს 500 ლარის ოდენობით (ერთი სასწავლო წლის განმავლობაში);

დოქტორანტების დაფინანსება ხორციელდება დოქტორანტების აკადემიური მოსწრების შესაბამისად:

– 85 ქულიდან 100 ქულამდე შეფასების მქონე დოქტორანტი დაფინანსდება არაუმეტეს 500 ლარის ოდენობით (ერთი სასწავლო წლის განმავლობაში).

რეზიდენტურის საფეხურის სტუდენტები დაფინანსდებიან კურსის პირველი სემესტრიდან არაუმეტეს 1 500 ლარის ოდენობით.

პროგრამის განხორციელებით უზრუნველყოფილი იქნება ქალაქ რუსთავში მცხოვრები და მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე იმ სტუდენტების (ბაკალავრი/ მაგისტრი/დოქტორანტი/რეზიდენტი) მიმდინარე სასწავლო წლის სწავლის საფასურის სრული ან ნაწილობრივი დაფარვა, რომლებიც ქალაქ რუსთავში რეგისტრირებული არიან განცხადებით მიმართვამდე არანაკლებ 2 წლის განმავლობაში უწყვეტად (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ).

თუ სტუდენტი – ბაკალავრი ადმინისტრაციულ ორგანოს წარუდგენს დოკუმენტს (სკოლის ატესტატს ან ცნობას შესაბამისი სასწავლო დაწესებულებიდან), რომლითაც დადასტურდება, რომ დამამთავრებელი ბოლო ორი წლის განმავლობაში სწავლობდა ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა მიეცემა.

ქვეპროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა, შესაძლოა, მიეცეს ბაკალავრის საფეხურის სტუდენტს, რომლის მშობელსაც აქვს 2-წლიანი უწყვეტი რეგისტრაცია (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციული საზღვრების გარეთ), ხოლო ქვეპროგრამით სარგებლობის მსურველ პირს უფიქსირდება აქტიური რეგისტრაციის სტატუსი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში.

ქვეპროგრამა ითვალისწინებს, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის მქონე და მცხოვრები სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული 18-დან 24 წლის ჩათვლით პირების(რომელიც სახელმწიფო ზრუნვაში იმყოფებოდა არანაკლებ 2 წელი) დაფინანსებას არაუმეტეს 1 200 ლარის ოდენობით (ერთი კალენდარული წლის განმავლობაში). აღნიშნული კატეგორიის სტუდენტები დაფინანსდებიან პირველი კურის პირველი სემსტრიდან.

ქვეპროგრამა ითვალისწინებს, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში განცხადებით მიმართვამდე არანაკლებ 2 წლის განმავლობაში უწყვეტად რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე და მცხოვრები რეზიდენტურის საფეხურის მქონე სტუდენტების (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ).

ქვეპროგრამით პროფესიული სწავლება დასაქმების ხელშეწყობისთვის გათვალისწინებული დაფინანსება მოიცავს, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებული პროფესიული პროგრამების სტუდენტთათვის/მსმენელთათვის ყოველთვიურად 200 ლარით წახალისებას, პროფესიული პროგრამის დასრულებამდე.

ქვეპროგრამით მოსარგებლე პირებს წარმოადგენენ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულნი/მუდმივი ბინადრობის მქონე და მცხოვრები 18 წლის ასაკიდან პირები, რომლებიც ქალაქში რეგისტრირებულნი არიან განცხადებით მიმართვამდე უწყვეტად არანაკლებ 1 (ერთი) წლის განმავლობაში.

გამონაკლისს წარმოადგენს რეგისტრაციის წყვეტის ისეთი შემთხვევა,როდესაც წყვეტა არ ფიქსირდება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების გარეთ. გამონაკლისი საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ვრცელდება, იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირებზე, რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად ქალაქი რუსთავი უფიქსირდებათ.

განსაკუთრებით დაინტერესებულთათვის: დადგენილება

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები