დასაქმების პროგრამა არქეოლოგიით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის – კრიტერიუმები და ვადები

კატეგორიის გარეშე

თუ ხართ არქეოლოგიით დაინტერესებული, მაშინ ეს სიახლე თქვენთვისაა! რუსთავში, შუა საუკუნეებით დათარიღებულ სასახლეზე არქეოლოგიური ექსპედიცია მიმდინარეობს, ახალგაზრდებს კი ექსპედიციის დასაქმების პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა აქვთ.

პროგრამა მსურველებს ანაზღაურებად და მოხალისეობრივ პოზიციებს სთავაზობს და როგორც გამოცდილი, ასევე მოტივირებული ახალგაზრდების დასაქმებას გულისხმობს.

ზოგადი მოთხოვნები ყველა პოზიციაზე:

-დაინტერესება არქეოლოგიის, კულტურის ან ისტორიის შესწავლით
-პასუხისმგებლობის გრძნობა და დისციპლინა
-გუნდური მუშაობის უნარი და ეფექტური კომუნიკაცია

რაც შეეხება ანაზღაურებად პოზიციებს, აუცილებელია კონკრეტულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებდეთ – გქონდეთ პროფესიული განათლება და იყოთ კურსდამთავრებული. ანაზღაურებადია როგორც არქეოლოგის, ისე პრეპარატორისა და მოხალისის პოზიციაზე დასაქმება.

შერჩევის წესი: I – აპლიკაციის განხილვა; II – გასაუბრება; III – საორიენტაციო შეხვედრა შერჩეულ კანდიდატებთან.

დასაქმების პროგრამა სამი თვის – ივლისის, აგვისტოსა და სექტემბერის განმავლობაში გაგრძელდება.

დაინტერესებული პირები რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

რეგისტრაციის ბმული

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები