სტუდენტთა სწავლის საფასურის დაფინანსებისთვის მერიაში 1900 განაცხადი შევიდა – დეტალები

სტუდZona

„სტუდენტთა სწავლის დაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში, 2024-2025 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, თბილისის მერიამ განცხადებების მიღება 5 მარტს დაიწყო და პროცესი 31 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.

დედაქალაქის მერიის, კახი კალაძის,ინფორმაციით, „სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში, მიმდინარე სასწავლო წელს, 5 მარტიდან დღემდე 1900 განაცხადი შევიდა და მათგან უკვე 294 განაცხადი დაკმაყოფილდა.

დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე, დედაქალქის მერმა ასევე აღნიშნა, რომ 442 წარმატებული მაგისტრანტმა თბილისი მერიისგან სასწავლო ფინანსური დახმარება მიიღო. მათი დაფინანსება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდა.

შეგახსენებთ, რომ „სტუდენტთა სწავლის დაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში განაცხადების მიღება 31 მაისამდე გრძელდება.

ამავე თემაზე:

სტუდენტთა სწავლის საფასურის დაფინანსებისთვის მერიაში განცხადებების მიღება 31 მაისის ჩათვლით მიმდინარეობს – დეტალები

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები