ახალგაზრდის ხელფასი თვეში დარიცხული 200 ლარი იქნება – რა წერია ბრძანებაში არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ

სტუდZona

საქართველო ახალგაზრდებს სხვადასხვა მიმართულებით დაეხმარება. ეს უკვე გაწერილია მთავრობის მიერ ახალგაზრდების მხარდაჭერის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამაში.

STUDINFO.GE გეტყვით, რა იქნება ფინანსური მხარდაჭერა იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც წელს, 2025 წელს არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურს გაივლიან.

სახელმწიფო აღნიშნულ პროგრამას 2 500.0 ათასი ლარით დააფინანსებს. ქვეპროგრამის განმახორციელებელი კი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო იქნება.

რა ფინანსურ ბენეფიტებს მიიღებენ ახალგაზრდები

პირი, რომელიც გაივლის არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურს, სამსახურში მიღების დღიდან გათავისუფლების დღემდე სახელმწიფოსგან მიიღებს განსაზღვრულ შრომით ანაზღაურებას – ხელფასს.

ახალგაზრდის ხელფასი თვეში დარიცხული 200 (ორასი) ლარის იქნება და დაანგარიშდება ნამუშევარი დღეების პროპორციულად, სუბიექტის მიერ წარმოებული ე.წ ტაბელის საფუძველზე.

ამ თემასთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბრძანებაში, რომელიც 1 იანვრიდან უკვე ძალაშია.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები