“სიკეთე, ზრუნვა და თანადგომა ჩვენი უნივერსიტეტის ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა” – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქველმოქმედო აქცია

უნივერსიტეტების სიახლეები

2024 წლის 25 დეკემბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახლად არჩეულმა სტუდენტურმა თვითმმართველობამ უნივერსიტეტის სპორტის, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურთან ერთად მოაწყო წინასაახალწლო საქველმოქმედო ღონისძიება სარეაბილატაციო ცენტრ „ბავშვი და გარემოში“.

“სტუდენტებმა საახალწლო საჩუქრები და საჭირო ნივთები გადასცეს ცენტრის ბენეფიციარ შშმ პირებს. ეს დღე განსაკუთრებული სითბოთი, ზრუნვითა და ემოციებით იყო გაჯერებული.

შეხვედრა კიდევ ერთხელ გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია თანადგომა და ერთმანეთის მხარდაჭერა.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სტუდენტური თვითმმართველობა

მომავალშიც წარსდგება მსგავსი ინიციატივებით, რადგან სიკეთე, ზრუნვა და თანადგომა ჩვენი უნივერსიტეტის ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა,” – წერს ნინო გოგოლაძე, უნივერსიტეტის ახალგაზრდულ საქმეთა კორდინატორი.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები