ანაზღაურებადი სტაჟირების შესაძლებლობა სტუდენტებისთვის – უმაღლესი კვლევების ცენტრი

დასაქმება

Studinfo.ge გთავაზობთ ინფორმაციას ანაზღაურებად სტაჟირებაზე სტუდენტებისთვის უმაღლესი კვლევების ცენტრში.

სტაჟიორის ფუნქციები:

  • სტუდენტურ კვლევით პროექტზე მუშაობა;
  • ცენტრის კვლევით პროექტებში ასისტირება;
  • ლექცია-სემინარების, კონფერენციების ორგანიზებაში დახმარება.

სტაჟირების პირობები:

  • კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებს.

სტაჟირების ვადა – 2025 წლის გაზაფხულის სემესტრი.

სტაჟიორები შეირჩევიან სამოტივაციო წერილების (min. 2 გვერდი) და წარმოდგენილი რეზიუმეების (CV) განხილვისა და გასაუბრების საფუძველზე.

სტაჟირება ანაზღაურებადია და დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი. დამატებით გაცნობებთ, რომ სტაჟირება მიმდინარეობს ადგილზე და არა დისტანციურად.

დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე (CV) და სამოტივაციო წერილი უნდა გაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]

საბუთების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2025 წლის 24 იანვარი.

წერილის სათაურის ველში მიუთითეთ: „სტაჟირება უმაღლესი კვლევების ცენტრში“.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები