8 იანვარს 19:00 საათზე წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის ორგანიზებით გაიმართება 1924 წლის აჯანყების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სტუდენტური პანელური დისკუსია.
ღონისძიებას გახსნის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ნინო დობორჯგინიძე.
მოდერაციას გაუწევს ალექსანდრე მიქაბერიძე, ლუიზიანის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის მოწვეული ლექტორი.
დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ:
- გიორგი ჭკადუა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული, ილიაუნის დოქტორანტი;
- ნინუცა ზაკალაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული, გლაზგოს უნივერსიტეტის მაგისტრანტი;
- ქეთევან ახობაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი;
- მარიამ ჭინჭარაული, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი.
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 8 იანვარი, 19:00 საათი;
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32;
დასწრება თავისუფალია.