28 დეკემბერს 13:00 საათიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, კურსდამთავრებულები და ლექტორები შეიკრიბებიან თსუ-ს მეორე კორპუსთან და შეუერთდებიან ერთობის ჯაჭვს საქართველოსთვის.
“15:00 საათისთვის, გავაკეთებთ ცოცხალ ჯაჭვს თამარ მეფის ხიდზე! ჩვენი არჩევანი ყოველთვის იყო სამართლიან, თავისუფალ და ევროპულ სახელმწიფოში ცხოვრება! ჩვენი გზა მხოლოდ ევროპაში მიდის!” – ვკითხულობთ ღონისძიების აღწერაში.