სტუ-ს განცხადება: “პატივს ვცემთ თითოეული სტუდენტის პოზიციას”

აქტუალური

19 დეკემბერს საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა განცხადება გამოაქვეყნა. Studinfo.ge მას უცვლელად გთავაზობთ:

“საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილი ახლახანს გამოქვეყნებულ განცხადებას, მიხეილ ყაველაშვილის გაპრეზიდენტებასთან დაკავშირებით, არ ეთანხმება.

ჩვენი საუნივერსიტეტო საზოგადოება პატივს სცემს თითოეული სტუდენტის აზრსა და დამოკიდებულებას, და მიგვაჩნია, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველთვის უნდა გამომდინარეობდეს სტუდენტთა ინტერესებიდან,” – წერია სტუ-ს განცხადებაში.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები