ადამიანის უფლებების დასაცავად: 13 დეკემბერს სოციალური მუშაკებისა და თსუ-ს სტუდენტების მსვლელობა ჩატარდება

აქტუალური

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ლექტორებისა და სტუდენტების მარში დღეს, 13 დეკემბერს, 19:30 საათიდან უნივერსიტეტის მე-6 კორპუსიდან დაიწყება.

13 დეკემბერს 19:30 საათზე დაგეგმილია სოციალური მუშაკების მარშიც. “სოციალური მუშაკების მარში ადამიანის უფლებების დასაცავად. 13/12, თსუ I კორპუსი, 19:30. შემოგვიერთდით სოციალური მუშაკები და პროფესიის მხარდამჭერები,” – ვკითხულობთ სოციალურ მუშაკთა გაერთიანების ფეისბუკ გვერდზე.

ინფორმაციისთვის, დღეს თბილისში 20-მდე სხვადასხვა აქცია და მსვლელობა იმართება. აქციებია საქართველოს სხვა ქალაქებშიც.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები