ინფორმაცია შუალედური გამოცდების გადატანასთან დაკავშირებით – თსუ-ის თვითმმართველობა განცხადებას აქვეყნებს

უნივერსიტეტების სიახლეები

9 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობამ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც სტუდენტებს შუალედური გამოცდების გადატანის შესაძლობლობის შესახებ ატყობინებს. Studinfo.ge ამ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“სტუდენტთა საყურადღებოდ.

როგორც მოგეხსენებათ, დღეს, 9 დეკემბერს, შედგა შეხვედრა სტუდენტური თვითმმართველობის ჩართულობით სტუდენტებსა და თსუ-ს ადმინისტრაციას შორის, სადაც გადაწყდა შემდეგი საკითხები:

თითოეულ სტუდენტს სურვილისამებრ ექნება შესაძლებლობა შუალედური გამოცდები გადაიტანოს 16-22 დეკემბრის კვირაში.

uni.tsu.ge-დან შეგიძლიათ მიწეროთ საგამოცდო ცენტრს კონკრეტული რიცხვი (16 დეკემბრიდან 27 დეკემბრის ჩათვლით, გარდა შაბათ-კვირისა) როდის გსურთ გამოცდის წერა და თავად შეადგინოთ თქვენი გრაფიკი,” – წერია თსუ-ის თვითმმართველობის ფეისბუკ პოსტში.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები