გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში “სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში 119 სტუდენტი გამოვლინდა.
განცხადებას უნივერსიტეტის ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე ვკითხულობთ:
“სტუდენტთა საყურადღებოდ!
გაცნობებთ, რომ “სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში, სსიპ-გორის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან გამოვლინდა 119 სტუდენტი.
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სახელით ვულოცავთ ყველა სტიპენდიანტს და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ შესაბამის დეკანატებს,” – წერია გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის განცხადებაში.