1 დეკემბერს ISET-ის კურსდამთავრებულთა ასოციაციამ გაავრცელა განცხადება, სადაც ისინი ქვეყანაში არსებულ სიტუაციას ეხმაურებიან. განცხადებას Studinfo.ge უცვლელად გთავაზობთ:
“ISET-ის კურსდამთავრებულთა ასოციაცია გმობს არალეგიტიმური მთავრობის გადაწყვეტილებას ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეწყვეტის შესახებ და ძალოვანი სტრუქტურების ძალადობას აქციის მონაწილეების მიმართ. ეს არის პირველ რიგში კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევა, ცალსახად ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის არჩეულ ევროპულ კურსს და იწვევს დესტაბილიზაციას ქვეყანაში.
ISET-ის კურსდამთავრებულთა ასოციაციამ მიიღო გადაწყვეტილება გამოვიდეს სამუშაო კაბინეტებიდან და დგას რუსთაველზე, ქართველი ხალხის გვერდით.
ბრძოლა გაგრძელდება გამარჯვებამდე!” – ვკითხულობთ ISET-ის კურსდამთავრებულთა ასოციაციის განცხადებაში.