30 ნოემბერს ფეისბუკის პლატფორმაზე თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის გვერდი აღარ იძებნება. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას მათ ვებსაიტზე ვკითხულობთ:
“გვინდა გაცნობოთ, რომ 30 ნოემბერს 16:40 საათზე ფაკულტეტის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე მოვიდა META-ს წერილი, რომლითაც საიტის ადმინისტრაციას ამცნო, რომ გვერდი განუსაზღვრელი დროით დაბლოკილია. ადმინისტრაციამ უკვე მიმართა META-ს შესაბამისი საპასუხო წერილით, რომელიც პირველ ეტაპზე კომპანიამ უარყო. ფაკულტეტი ცდილობს გვერდის აღდგენას,” – წერია თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის განცხადებაში.
ინფორმაციისთვის, 29 ნოემბერს თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფეისბუკ გვერდზე დაიდო განაცხადი, სადაც ფაკულტეტის დეკანი და პროფესორები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს უარყოფითად აფასებდნენ და მოქალაქეებს თანადგომას უცხადებდნენ.