IBSU-სა და ნიკოლას კოპერნიკის უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტი სამართლის სტუდენტებისთვის

გაცვლითი პროგრამები

IBSU-ს სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლამ და პოლონეთის ნიკოლას კოპერნიკის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტმა, ერთობლივად განახორციელა სტუდენტური პროექტი „ევროკავშირის სამართლებრივი აქტი და მისი განხორციელების შესაძლებლობები პოლონეთსა და საქართველოში“, რომლის დასკვნითი ტური ქალაქ ტორუნიში გაიმართა.

პროექტის მონაწილე სტუდენტები ინგლისური ენის კლუბის  შეხვედრებს დაესწრნენ და საქართველოსა და პოლონეთში არსებული სამართლებრივი გამოწვევების შესახებ იმსჯელეს.

შეხვედრის ფარგლებში, უნივერსიტეტებს შორის სამომავლო ურთიერთთანამშრომლობა დაიგეგმა საერთაშორისო ურთიერთობებისა და კვლევის მიმართულებით.

Erasmus+ პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ვიზიტისას, რომელიც IBSU-ს  საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მხარდაჭერით განხორციელდა, ასოცირებულმა პროფესორმა, ეკატერინე ბაკარაძემ, ნიკოლას კოპერნიკის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის ლექციები ჩაატარა.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები