16 ნოემბერს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გამოაქვეყნა სტუდენტთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის დეტალები.
17 ნოემბერი – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა შემეცნებითი ტური (ვანის არქეოლოგიური მუზეუმი, გალაკტიონ ტაბიძის სახლ-მუზეუმი, კორნელი კეკელიძის სახლ-მუზეუმი, კალისტრატე ცინცაძის სახლ-მუზეუმი, ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი);
19 ნოემბერი – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა წარმატების ისტორიები – საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში მონაწილე სტუდენტთა გამოცდილების გაზიარება (ინგლისური ენის კლუბი) – აწსუ მესამე კორპუსი, მეორე სართული, № 3209, 13:00 საათი;
20 ნოემბერი – საჯარო ლექცია „ქუთაისის ადგილისა და როლისათვის საქართველოს ისტორიაში“ – პროფ. სულხან კუპრაშვილი, აწსუ საბიბლიოთეკო კორპუსი, № 22-208, 12:00 საათი;
21 ნოემბერი – სტუდენტთა შემოქმედებითი საღამო (ლადო ასათიანის სახელობის ახალგაზრდა მწერალთა წრე) – აწსუ საბიბლიოთეკო კორპუსი, № 22-208, 13:00 საათი.