19 ნოემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ილიაუნის ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი FILM XR-თან ერთად გამართავს შეხვედრას „იმერსიული ტექნოლოგიები კინოს მომავლისთვის: XR და AI“.
შემდეგ დამსწრეთ უჩვენებენ VR პროექტებს/ფილმებს – ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიით და იმერსიული ხელსაწყოებით შექმნილ 10 სხვადასხვა საერთაშორისო ანიმაციურ პროექტს.
სამუშაო ენა: ინგლისური
დრო: 19 ნოემბერი, 18:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია, გ. წერეთლის ქ. N1
დასწრება რეგისტრაციით.