საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU იწყებს პროექტს – „შეხვდი კომპანიის წარმომადგენელს”.
პროექტის მიზანია, სტუდენტებს მისცეს შესაძლებლობა მიიღონ თეორიული თუ პრაქტიკული ცოდნა თანამედროვე მიდგომების, შესაძლებლობების და გამოწვევების შესახებ.
სწორედ ამ მიზნით, SEU იწვევს კომპანიის წარმომადგენლებს სხვადასხვა სფეროდან, რათა გაუზიარონ სტუდენტებს ინფორმაცია ისეთი საკითხებზე, როგორიცაა:
- ორგანიზაციის მართვის თავისებურებები;
- შრომის ბაზრის მოთხოვნები;
- ორგანიზაციის შიდა და გარე გარემოსთან კომუნიკაციის ფორმები;
- კარიერული განვითარების ეტაპები;
- პრაქტიკული რჩევები და სხვა.
თუ გსურთ ითანამშრომლოთ აღნიშნული პროექტის ფარგლებში, 22 ნოემბრის ჩათვლით გაიარეთ რეგისტრაცია.
პროექტთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით: [email protected]