ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის კინოსკოლა: სტუდენტთა მიღება 4 პროფესიული მომზადების პროგრამაზე

შემეცნება

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის კინოსკოლა იწყებს სტუდენტების მიღებას ოთხ პროფესიული მომზადების პროგრამაზე. სწავლება წარიმართება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი აღჭურვილობით, კინოინდუსტრიის პროფესიონალი წარმომადგენლების მიერ.

კინოსკოლა გთავაზობთ შემდეგ 6-თვიან სასერტიფიკატო ქართულენოვან პროგრამებს:

  • კინო კამერის ოპერატორი
  • კინო განათების ტექნიკოსი
  • კინოს მემონტაჟე
  • კინოწარმოების სპეციალისტი

პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულები მიიღებენ არა მხოლოდ ქართულ სერტიფიკატს, არამედ აშშ-ს აიოვას შტატში მდებარე მაჰარიშის საერთაშორისო უნივერსიტეტის კინოხელოვნების სკოლის სერტიფიკატსაც.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ 4 ნოემბრამდე დარეგისტრირდნენ შემდეგ ბმულზე.

ბმულზე გადასვლის შემდეგ, გთხოვთ მოიძიოთ ა(ა)იპ – ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული პროგრამები.

პროგრამები შემუშავებულია და ხორციელდება „USAID-ის დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ პროგრამის ფარგლებში.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები