28 ოქტომბერს, 15:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში, გიორგი ნიკოლაძის დარბაზში გერმანელ მეცენატთან და სტუ-ის საპატიო დოქტორთან, კლაუს ჰიპთან შეხვედრა გაიმართება, სადაც იგი იდეების კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტებს გამოავლენს.
გამარჯვებული სრული დაფინანსებით, გერმანიაში ერთთვიან პრაქტიკას გაივლის. პრაქტიკებს სრულად, კომპანია HIPP დააფინანსებს.
შეხვედრის დასასრულს, კლაუს ჰიპი სტუდენტებს გაესაუბრება და მათ კითხვებს უპასუხებს.
დასწრება თავისუფალია.
ცნობილია, რომ წელს, 8 ოქტომბერს, გერმანელმა მეცენატმა, ცნობილმა ხელოვანმა, ბავშვთა კვების მსოფლიო ბრენდის HIPP-ის დამფუძნებელმა და სტუ-ის საპატიო დოქტორმა კლაუს ჰიპმა სტუ-ის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის იდეების კონკურსი გამოაცხადა.
კონკურსანტებს კრეატიული და საინტერესო იდეა, ბიზნესის, დიზაინის ან მეწარმეობის სფეროში უნდა წარედგინათ. კონკურსში მონაწილეობა 35 სტუდენტმა მიიღო.
პროექტების წარდგენა 20 ოქტომბერს დასრულდა.