იცოდი, რომ შენს მიერ გაღებული სისხლი შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს ადამიანებისთვის, რომლებიც სიცოცხლისთვის იბრძვიან?
თუ ხარ, 18-დან 65 წლამდე, გაიღე სისხლი და გადაარჩინე სიცოცხლე.
სისხლის დონაციის აქცია გაიმართება 23 ოქტომბერი, 11 საათიდან 6 საათამდე, GAU-ში, აუდიტორია #102.
სისხლის დონორი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ჯანმრთელი ადამიანი 18-დან 65 წლამდე ასაკში;
სისხლის დონორობა აბსოლუტურად უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის.
შენ შეგიძლია გაიღო სისხლი:
- თუ შენი წონა 50 კგ და მეტია;
- არ გაქვს გადატანილი C და B ჰეპატიტი, სიფილისი;
- არ ხარ ავად შიდსით;
- არ ხარ დაავადებული მალარიით;
- არ ხარ ნარკოტიკების მომხმარებელი;
- ბოლო 3 თვის განმავლობაში არ გაქვს გადატანილი ქირურგიული ოპერაცია;
- 2 თვის მანძილზე არ გაგიკეთებია ტატუ, პირსინგი;
- ქალებს ბოლო 6 თვის მანძილზე არ ჰქონიათ ორსულობა;
- ბოლო 1 წლის განმავლობაში არ გაგიკეთებია ცოფის საწიინააღმდეგო აცრა და სხვა.
სისხლის ჩაბარების წინ:
- სისხლის დონორი ავსებს დონორის თანხმობის ფორმას და ყველა დასმულ შეკითხვას გულახდილად პასუხობს;
- დონორს ექიმი ართმევს ინტერვიუს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
- უზომავს ტემპერატურას, პულსს, არტერიულ წნევას;
- ლაბორანტი უდგენს სისხლის ჯგუფს და რეზუსს, სისხლში ჰემოგლობინის შემცველობას.
სისხლის ჩაბარების დღეს:
- დონორი მიღებული უნდა ჰქონდეს საკვები.
- დონორის იდენტიფიკაციის მიზნით, თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
სისხლის ხელმეორედ ჩაბარება დონორს შეუძლია 2 თვის შემდეგ.
ჩაბარებულ სისხლს უტარდება შემდეგი გამოკვლევები:
- აივ ინფექცია/შიდსის ანტიგენ/ანტისხეულები;
- B ჰეპატიტის ანტიგენი;
- C ჰეპატიტის ანტისხეულები;
- სიფილისი;
გამოკვლევის შედეგები დონორს მიეწოდება ინდივიდუალურად, დაბეჭდილი კონვერტით (კონვერტს აწერია დონორის სახელი და გვარი).