სამართალზე, ლიტერატურასა და სხვა დემონებზე – საბაუნის პრორექტორი, დიმიტრი გეგენავა, ყვარლის ევროკლუბს სალონური შეხვედრის ფარგლებში ეწვევა.
არაერთი ლიტერატურული ნაწარმოების სიუჟეტი ეხება მართლმსაჯულების, სამართლისა და სამართლიანობის თემებს, სასამართლო დავებიდან დაწყებული, სიკვდილით დასჯისა და სასჯელის აღსრულებით დამთავრებული. საკითხებს შეხვდებით როგორც კლასიკურ, ისე თანამედროვე ლიტერატურაში. ლექცია მიმოიხილავს სამართლისა და ლიტერატურის გადაკვეთის ძირითად ადგილებსა და ტენდენციებს.
მომხსენებელი – დიმიტრი გეგენავა, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის პროფესორი, პრორექტორი, სამართლის დოქტორი, დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტის დირექტორი.
16 ოქტომბერი, 14:00 საათი. ევრო-ატლანტიკური ცენტრი ყვარელში (სააკაძის #2).
შეხვედრა ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით იმართება.
დასწრება თავისუფალია.