სამგზის ემის მფლობელი ჟურნალისტი ემილი დრუ სტუდენტებს მედიის გამოწვევებზე ესაუბრა

აქტუალური

სამგზის ემის მფლობელი ამერიკელი ჟურნალისტი ემილი დრუ, კავკასიის მედიის სკოლის სტუდენტებს შეხვდა და მედიის თანამედროვე გამოწვევებზე ესაუბრა. საკითხებს შორის იყო დეზინფორმაცია, მისი როლი ამერიკის არჩევნებში, ხელოვნური ინტელექტის გავლენა მედიაზე და ა.შ. სტუმარმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა და მათ პროფესიაში კეთილსინდისიერად მუშაობის დამატებითი მოტივაცია გაუჩინა. 

ემილი დრუ: „ჟურნალისტიკას საზოგადოებისთვის აქვს დიდი როლი, თუკი მას საკუთარი საქმის კეთების შესაძლებლობას აძლევენ“.

„როდესაც ჟურნალისტიკა ხდება სახელმწიფო სისტემის ნაწილი, ამას ძალიან სწრაფად მოჰყვება თან ოლიგარქია, ერთპარტიული წყობა, დიქტატურა, ვინაიდან ასეთ დროს ქრება მსჯელობის საშუალება, რითაც საზოგადოებას ერთმევა ძალაუფლების მქონეთა კრიტიკის შესაძლებლობა“. 

„ზოგჯერ კრიტიკა, რომელსაც ჟურნალისტები ვიღებთ, კომპლიმენტია. თუკი ვიღაცას არ უყვარხართ, შესაძლოა იმიტომაც, რომ პროფესიაში ძალიან დიდ საქმეებს აკეთებთ“.

კავკასიის მედიის სკოლის სტუდენტებთან ემილი დრუს შეხვედრა საქართველოში აშშ-ს საელჩოს დახმარებით შედგა.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები